მახასიათებლები
- სათაური: აქ
- ISBN კოდი:
- ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2553
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
გოდო
ქეთევან
ქრონიკა
ხელები
ინტერვიუ
ნინო ი.
კინო
განაჩენი
Fidelitas
გოდო
ასე მოხდა: გოდო ახალკაცი მაშველი შეიქნა. და მყისვე შეუდგა მაშვლობას. მარტო, სხვასთან გაუზიარებლად.
იმ დრომდე ერთხანს იმსახურა: მთარგმნელად. საქმედ ეს მამამ აურჩია.
ბავშვობიდან ასწავლიდნენ უცხო ენებს. სკოლაშიც სწავლობდა, დასრულების შემდეგ კი უნივერსიტეტში ჩააბარა. სწავლა ძვირი ღირდა. მამა ეხმარებოდა. შეძლებული კაცი იყო, მაგრამ გაკოტრდა და მალევე გარდაიცვალა. ახალგაზრდა გოდო სრულიად მარტო დარჩა. სახსრები არ გააჩნდა, რომ სწავლის საფასური გადაეხადა. ბევრ ადგილას სცადა მუშაობა, თუმცა, რასაც უხდიდნენ, მხოლოდ საკვებისათვის ჰყოფნიდა. რამდენიმე ადამიანს მიაკითხა შემწეობისთვის, მაგრამ ყველასგან უარი მიიღო. ქონებიდან ერთადერთი ოთახი, ორი ათეული წიგნი და მცირედი ავეჯი დარჩა. ამიტომ ვერც სესხება შეძლო. ერთი კვირის შემდეგ უნდა გაერიცხათ უნივერსიტეტიდან. სწორედ ამ დროს გაზეთიდან შეიტყო, რომ ვინმე მდიდარი უცხოელი ორივე თვალით დაბრმავებულიყო. ბევრი არ უფიქრია, მიაკითხა და გაურიგდა: თვალი მიჰყიდა. საფასური მიიღო, ოპერაცია გაიკეთა და სწავლა განაგრძო. დასრულების შემდეგ ერთ ცნობილ სააგენტოში მიიღეს. ოჯახი არ შექმნა, საქმეში ხელს შემიშლისო, ამბობდა. თუმცა ის ქალი ძალიან უყვარდა. გოდოს მაღალი, განიერი შუბლი და უკან გადავარცხნილი თმები ჰქონდა, რაც მის სახეს ნათელ იერს სძენდა. დროის უმეტეს ნაწილს სააგენტოში იყო. რამდენიმე უცხო ენა იცოდა, საკეთებელს თანამოსაქმეებზე უკეთ ართმევდა თავს და ბევრს შრომობდა. სხვა რამ ცხოვრებისეული არ აინტერესებდა. სამუშაო ოთახი ყვავილებით ჰქონდა მორთული. სხვადასხვა შეფერილობისა და სურნელის. იატაკზე კი ვარდის ფოთლები ეფინა. ყოველ დილას ახალი თაიგული მიჰქონდა. ჩადებდა წყალში, გაიხდიდა ტანსაცმელს და ჯდებოდა მაგიდასთან. ასე მუშაობდა: სრულიად შიშველი.
ერთ დღეს სააგენტოში ხანძარი მოხდა. გოდო ამ დროს სხვაგან იმყოფებოდა. ერთი საათით იყო წასული....
დიმიტრი უჩანეიშვილი
დიმიტრი უჩანეიშვილი (დ. 04.06.1969) - რომანების, პიესების, მოთხრობების, ესეების ავტორი, მთარგმნელი; გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე რომანი, პიესებისა და მოთხრობათა კრებულები.