მახასიათებლები
- სათაური: არსენ გიიო
- ISBN კოდი:
- ავტორი: პროსპერ მერიმე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 36
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1708
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პროსპერ მერიმე - არსენ გგიო
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
Prosper Mérimée - Arsène Guillot
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I
II
III
IV
I
„წმინდა როხის“ ეკლესიაში უკანასკნელი წირვა ახალი დამთავრებული იყო. მნათემ, ჩვეულებისამებრ, დაცარიელებული ეკვდრების დაკეტვას მიჰყო ხელი. ის იყო გამოსწია ერთ-ერთი არისტოკრატული სამლოცველოს რიკული, რომელშიც ზოგიერთ ღვთისმოსავს, განსაკუთრებული თანხის გადახდის შედეგად მოპოვებული აქვს უფლება ილოცოს სხვა მორწმუნეთაგან განცალკევებით, როდესაც მუხლებზე დაჩოქილი, შუბლით სკამის ზურგს მიყრდნობილი, ფიქრებში ღრმად წასული მლოცველი ქალი შენიშნა. „ქალბატონი დე პიენიაო“, - თქვა გულში და ეკვდრის შესასვლელთან შეჩერდა. ქალბატონ დე პიენის მნათე კარგად იცნობდა. იმ დროს მაღალი წრის ახალგაზრდა, ლამაზი, მდიდარი ქალის ღვთისმოსაობა, რომელსაც ეკლესიაში ნაკურთხი პური და საკურთხევლის საფენი დაჰქონდა და რომელიც თავის მოძღვრის მეშვეობით უხვად სცემდა შესაწირავს, ერთგვარ პატივისცემას იმსახურებდა, თუ მთავრობის მოხელეზე არ იყო გათხოვილი, არ ჰქონდა არავითარი დამოკიდებულება დოფინის ქალბატონთან და ეკლესიაში სიარულით სულიერ ნეტარების გარდა სხვა რასმე სარგებელს არ ნახულობდა. ასეთი იყო ქალბატონი დე პიენი.
მნათეს ბარემაც სურდა წასულიყო სასადილოდ, ამ ჯურის ხალხი ხომ საერთოდ პირველ საათზე სადილობს, მაგრამ ვერ გაებედა დაერღვია წმინდა როხის მრევლის ყველაზე პატივსაცემი ღვთისმოსავის მყუდროება....