მახასიათებლები
- სათაური: არსენა მარაბდელი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3014
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
ნაწილი პირველი
თავი პირველი: მეწინავე დროშა
თავი მეორე: მარაბდელის სადარდელი
თავი მესამე: ცალთვალა დევი
თავი მეოთხე: სისხლიანი ნადიმი
თავი მეხუთე: გატეხილი გალია
ნაწილი მეორე
თავი მეექვსე: არსენას ბუნაგი
თავი მეშვიდე: ფიცი ტყეში
თავი მერვე: შავი ქვრივი
თავი მეცხრე: აშვებული ლომები
ნაწილი მესამე
თავი მეათე: კრაზანას ბუდე
თავი მეთერთმეტე: ჩამოგდებული ნამგალა მთვარე
თავი მეთორმეტე: უსისხლო სახელი
თავი მეცამეტე: განკვეთილი კვანძები
ეპილოგი
შენიშნვები
ნაწილი პირველი
თავი პირველი
მეწინავე დროშა[1]
ოძელაშვილი არსენა
ღმერთმა კურთხევით ახსენა.
მ ე ს ტ ვ ი რ უ ლ ი.
- ფუჰ, შეგარცხვინოს ღმერთმა! - ბრაზით წამოიძახა ზაალ ბარათაშვილმა და ზურგი შეაქცია ნარგიზების ფორს, სადაც ორბელიანების და ბასილა მაიორის ფალავანმა გიორგი კუჭატნელმა მარაბდის ბატონს ის-იყო მესამე მოჭიდავე გაუჭიმა თვალწინ.
ზაალის რისხვა ვერავინ გაიგო, რადგან, როცა მისი მეჯინიბე ოსი მეშთა ბესტავაშვილი წაიქცა, უმალვე ათასმა კაცმა იხუვლა და საჭიდაო ასპარეზზე გმინვა-კიჟინით შეჰკრა პირი.
როგორ, ვიღაც კუჭატნელმა მარაბდელები უნდა შეარცხვინოს?! ვიღაც მოთრეულმა მილიციელმა მუხათელი, ფარცხისელი და ბირთვისელი ბიჭები უნდა დაიბრიყვოს?! ნეტა “ნამდვილი ქართველი” მაინც ყოფილიყო კუჭატნელი: ეს ვიღაც სეფისკვერაძე იმერეთიდან გადმოსულა, სოფელ კუჭატანში დასახლებულა და ლეკებს ეომება. ეხლა კი ზაალის შესარცხვენად ამოუყვანიათ საბარათიანოში და მის ფალავნებს საქვეყნოდ უტეხავენ სახელს?! მაშ ამ ორბელიანებმა - პირყვითელა გრიგოლმა, მისმა ძმამ ზაქარიამ, მათმა ბიძამ ყაფლანმა, ზაალის სიძემ ალექსანდრემ, ჩიტირეკია ელიზბარ მაღალაშვილმა და ზაალისავე სტუმარმა ვასილ მაიორმა ასე ურცხვად უნდა მოსჭრან თავი მარაბდის ბატონს, დიდი საამის ჩამონავალ ბარათაშვილს?
არა, ასეთ აუგს ვერც ზაალის ყმები მოითმენენ. ეყოთ ამდენი სირცხვილი, ეყოთ სამი თავმომწონე...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.