მახასიათებლები
- სათაური: ათენელთა სახელმწიფო წყობილება (I)
- ISBN კოდი:
- ავტორი: არისტოტელე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 27
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 986
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
არისტოტელე - ათენელთა სახელმწიფო წყობილება (I)
Αριστοτελής - Αθηναίων Πολιτεία (I)
ქართული თარგმანის ავტორი: სიმონ ყაუხჩიშვილი
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
თავი I
[სამასმა გაასამართლა ალკმეონიდები] მირონის მომჩივნოში, მის შემდეგ, რაც ისინი დაფიცებულ იქმნენ ისე, როგორც მათ შეეფერებოდა მათი კეთილშობილებისდა მიხედვით. რადგან ალკმეონიდებს ბოროტმოქმედებას აბრალებდენ, ისინი ამოყარეს საფლავებიდან, ხოლო მათი გვარი სამუდამოდ გააძევეს. ამიტომ იყო, რომ ეპიმენიდე კრეტელმა გასწმინდა ქალაქი.
თავი II
ამის შემდეგ მოხდა, რომ წარჩინებულნი და ხალხი დიდხანს ებრძოდენ ერთმანეთს. მათი პოლიტია იყო ყოველი მხრით ოლიგარქიული, და ღარიბნი მდიდრებისათვის მუშაობდენ, თვითონ, მათი შვილები და ცოლებიც, და იწოდებოდენ პელატებად ანუ ჰექტემორებად: და ამნაირი საიჯარო ხელშეკრულებით ამუშავებდენ ისინი მდიდრების მიწებს (მთელი მიწა ხომ უმცირესობის ხელში იყო), და თუ ამ საიჯარო გადასახადს არ გაიღებდენ, გახიზნული იქმნებოდენ ისინიცა და მათი შვილებიც. და აღებული სესხისათვის ყველანი თავისი სხეულით აგებდენ პასუხს სოლონამდე. ეს კი პირველი მოჭირნახულე იყო დემოსისა. არსებულ პოლიტიაში უმნიშვნელოვანესი და უმწვავესი ხალხისათვის იყო ეს სამსახური, მაგრამ...