მახასიათებლები
- სათაური: ავარია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ დიურენმატი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 40
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2902
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ამბავი, რომელიც შესაძლებელია კიდევ მოხდეს
პირველი ნაწილი
ნუთუ კიდევ დარჩა ამ ქვეყნად მოუთხრობელი ამბავი, რომლისთვისაც არც ერთ მწერალს არ მიუგნია? ნუთუ არავინ ისურვებს მოგვითხროს საკუთარ თავზე, რომანტიკულად, ლირიკულად განაზოგადოს თავისი „მე“? ხომ არ გრძნობს იძულებას ილაპარაკოს თავის იმედებსა და დამარცხებებზე? ამასთანავე ილაპარაკოს მართლად! გვიამბოს თავის ქცევაზე, ქალებთან დროსტარებაზე, გვიამბოს ისე, რომ ეს ჭეშმარიტება ზოგად პრინციპში აიყვანოს და არ გადაიჩეხოს ვიწრო სამედიცინო, თუნდაც ფსიქოლოგიურ ასპექტში? ნუთუ არავინ არ მოისურვებს ასე მოიქცეს, რომ უმალ ტაქტიანად უკან დაიხიოს, პირადი თავაზიანად მიჩქმალოს, მასალა დაამუშაოს ისე, როგორც მოქანდაკე ამუშავებს მას, მასთან ერთად განვითარდეს, კლასიკოსების მსგავსად ეცადოს, უცებ არ შეიპყროს სასოწარკვეთამ, მაშინაც კი, როდესაც მტკნარი სისულელე ძნელი უარსაყოფი იქნება, სისულელე, რომელიც ყველგან თავს იჩენს ხოლმე. წერა თანდათან ძნელი, უფრო და უფრო ფუჭი და უაზროც კი ხდება. ლიტერატურის ისტორიაში კარგი ნიშნის მიღება დიდი ვერაფერი ბედენაა - ვის არ მიუღია კარგი ნიშანი? როგორი მაკულატურა არ გამხდარა ჯილდოს ღირსი, - დღევანდელობის მოთხოვნები უფრო მნიშვნელოვანია. მაგრამ აქვე, ამ წამში წარმოიშვება დილემა და ბაზრის არახელსაყრელი მდგომარეობა. ცხოვრება მხოლოდ თავშესაქცევს გვთავაზობს, საღამოთი კინოს, ყოველდღიური გაზეთის კაბადონზე პოეზიას, უფრო მეტისთვის, უკვე ერთი ფრანკისათვის სულს მოგთხოვენ, მოგთხოვენ აღსარებას, ნამდვილ ფაქტებს; დარიგებულ უნდა იქნეს მაღალი ღირებულებანი, მორალი, გამოსადეგი სენტენციები. დაძლეულ უნდა იქნას, ანდა დამკვიდრდეს, ხან ქრისტიანობა, ხან მოდად ქცეული სასოწარკვეთილება, საერთოდ კი - ლიტერატურა. მაგრამ თუკი ავტორი ამაზე სულ უფრო და უფრო ჯიუტად იტყვის უარს, რადგან მისთვის ისედაც ნათელია, რომ მისი მწერლობის საფუძველი თვითონ მასშივე, მის ცნობიერსა და არაცნობიერში ძევს (რომელთა ურთიერთშეფარდება გარკვეულ შემთხვევებზეა დამოკიდებული), მის რწმენასა და ეჭვებში, მიუხედავად...
ფრიდრიხ დიურენმატი
ფრიდრიხ დიურენმატი (05.01.1921-14.12.1990) - შვეიცარელი მწერალი და დრამატურგი; ეპიკური თეატრის წარმომადგენელი. ცნობილია ავანგარდული პიესებით, ფილოსოფიური დეტექტივებითა და შავი იუმორით. მაქს ფრიშთან, პეტერ ბიქსელთან და სხვებთან ერთად გახლდათ ჯგუფის "ოლტენ" წევრი.