მახასიათებლები
- სათაური: აზაზელი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბორის აკუნინი
- გამომცემელი: მიხეილ მოსულიშვილი
- გამოცემის თარიღი: 2015
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2667
- რეიტინგი: 3.0
გადაფურცვლა
პირველი თავი
მეორე თავი
მესამე თავი
მეოთხე თავი
მეხუთე თავი
მეექვსე თავი
მეშვიდე თავი
მერვე თავი
მეცხრე თავი
მეათე თავი
მეთერთმეტე თავი
მეთორმეტე თავი
მეცამეტე თავი
მეთოთხმეტე თავი
მეთხუთმეტე თავი
მეთექვსმეტე თავი
ბოლოთქმის მაგიერ
სასისხლო საქმის რომანი, ანუ კონსპიროლოგიური დეტექტივი
მეცხრამეტე საუკუნის სამახსოროდ, როცა ლიტერატურა დიადი იყო, პროგრესის რწმენა - უსაზღვრო, ხოლო დანაშაულობანი ხდებოდა და იხსნებოდა მოხდენილად და გემოვნებით.
გადმოქართულდა და იბეჭდება ავტორის თავაზიანი ნებართვით.
თავის ღარიბ ჭირნახულს მთარგმნელი დიდი რიდით და კრძალულობით უძღვნის დიდებულ დარბაისელს, თავად ილია ჭავჭავაძეს, მრავალ ტვირთმძიმე საქმეთა ანგარიშში ჩაუგდებლად, 1879 წელს ქართულად რომ გადმოიღო და ჟურნალ „ივერიაში“ დასტამბა „იზა“, რომანი ალექსანდრ ბუვიესი.
მიხო მოსულიშვილი
2002 წ.
პირველი თავი, რომელშიც აღწერილია ერთი ცინიკური გამოხდომა
1876 წლის 13 მაისის ორშაბათს, შუადღის მესამე საათზე, გაზაფხულის ხასხასა და ზაფხულივით თბილს დღეს, ალექსანდრეს ბაღში, უამრავი მოწმის თვალწინ უმსგავსობა მოხდა, ისეთი შემთხვევა, არანაირ ჩარჩოებში რომ არა თავსდება.
ხეივნებში, აყვავებული იასამნის ბუჩქებსა და ალისფრად ანთებული ტიტების ყვავილნართა შორის მოხდენილად გამოწყობილ საზოგადოებას სეირნობა გაემართა - ქალბატონები მაქმანიანი (ჭორფლისთვის რომ დაეღწიათ თავი) ქოლგებით, აღმზრდელები მეზღვაურის კოსტიუმიანი ბავშვებით, მოწყენილი გამომეტყველების ახალგაზრდები მოდურ შევიოტის სერთუკებში ანდა მოკლე, ინგლისური მანერის პიჯაკებში. არაფერი იტყობინებოდა უსიამოვნების შესახებ. ჰაერში, რომელიც სავსე იყო უკვე ძალაში შესული, ღონიერი გაზაფხულის სურნელით, იღვრებოდა მცონარე კმაყოფილება და საამო მოწყენილობა. მზე არცთუ სახუმაროდ გაფიცხებულიყო და ის...
ბორის აკუნინი
ბორის აკუნინი (ნამდვილი სახელი და გვარი: გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილი) (დ. 20 მაისი, 1956, ზესტაფონი, საქართველო) - მწერალი, იაპონისტი და მთარგმნელი. მხატვრულ ნაწარმოებს აქვეყნებს ბორის აკუნინის ფსევდონიმით.