მახასიათებლები
- სათაური: ბაღდადელი ქურდები
- ISBN კოდი:
- ავტორი: კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი
- გამომცემელი: RadioKino
- გამოცემის თარიღი: 2004
- ენა: ქართული
- გვერდები: 291
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 189
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
კობა ცხაკაია
სოსო მჭედლიშვილი
ბაღდადელი ქურდები
რომანი
1
მამუკამ პატარა მწვანე მოლზე გაკრეჭილი ბალახი ფარცხით ერთ ადგილას მოაქუჩა, სა¬ათს დახედა და შვებით ამოისუნთქა. სამუშაო დღე დამთავრებულიყო. ის გაიზმორა და თბილისური, დინჯი ნაბიჯით სტივის სახლისკენ გაემართა.
წითური, ჩაკურატებული ებრაელი სტივი სამარყანდიდან კალიფორნიაში ოთხმოციანი წლების დასაწყისში გადმობარგდა. ხალხური საკრავების ფაბრიკის კომკავშირის კომიტე¬ტის ყოფილ მდივანს ჯიბეში ორი ცენტიც არ "უჭყაოდა", მაგრამ საბჭოური "აფერისტული" სულით გაჟღენთილმა, ამერიკულ რეალობას ალღო სწრაფად აუღო და ორი ათე¬ული წლის განმავლობაში იმდენად სოლიდური ქონება და ავტორიტეტი მოიხვეჭა, რომ სანდიეგოს საეჭვო უბნებში მის მანქანას ხელს არავინ ახლებდა, ქალაქის პრესტიჟულ კლუბებში კი მას პატივისცემის ნიშნად "წითურ კომისარს" ეძახდნენ.
"წითური კომისრის" ძირითად საქმიანობას გენიალური იდეების მოფიქრება და მათი უმარ¬ტივესი ხერხებით ხორცშესხმა შეადგენდა.
ჩვეულებრივ ყველა გენიალური იდეა თრიაქით გაბრუებულ სტივს შინდისა და მუქ წი¬თელ ფერებ¬ში გადაწყვეტილ სასტუმრო ოთახში მოსდიოდა. ოთახი "სამარყანდული გე¬მოვნებით" იყო გაწყობილი: ბრაზილიიდან ჩამოტანილი ზურმუხტისფერი მარმარილოს იატაკიდან ქიშმიშისფერი ქარვით დაფარული კედლები ამოზიდულიყვნენ, ძველებური, აღმოსავლური ხალიჩებით მორთული გარემო კი სტუმარს ბაღდადელი ხალიფა ჰარუნარრაშიდის სასახლეში ახვედრებდა…
…ათას ერთი ღამის ზღაპრული სამყაროსგან განსხვავებით, აქ კედ¬¬ლებზე ანტიკვარუ¬ლი ხმლები, დამბაჩები და თოფები ეკიდა, შუაში უზარმაზარი, ოცტონიანი აკვარიუმი იდგა, რომელშიც ძირითადად მტაცებელი თევზე¬ბი ბინადრობენ, იატაკზე მუთაქები და ბალიშები ეყარა, შეჰერეზადას ნაცვლად კი ტახტზე ჰავაიურ შორტებსა და პერანგში ჩა¬ტენილი სტივი იწვა და ტელეფონით თავისი გარეგნობისთვის შეუფერებელი ხრინწიანი ხმით საუბრობდა:
– ბენ, მომისმინე, ომში მთავარია ქვეშაფსია არ იყო… დამიჯერე,...
კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი
კობა ცხაკაია – მსახიობი, დრამატურგი, მწერალი, კინორეჟისორი; იოსებ (სოსო) მჭედლიშვილი (დ. 20 მაისი, 1953, თბილისი) – ქართველი კინოდრამატურგი და მწერალი.