მახასიათებლები
- სათაური: ბერძენი ეძებს ბერძენს
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ დიურენმატი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 94
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1673
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ბერძენი ეძებს ბერძენს;
შენიშვნები;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ბერძენი ეძებს ბერძენს
შენიშვნები
რეკომენდებული წიგნები
საავტორო უფლება
ფრიდრიხ დიურენმატი - ბერძენი ეძებს ბერძენს
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. ibooks.ge
Friedrich Dürrenmatt - Grieche Sucht Griechin
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნანა გოგოლაშვილს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
ბერძენი ეძებს ბერძენს
1
გადაუღებლად წვიმდა. წვიმდა ყოველ ცისმარე დღეს, ყოველ ღამე, კვირიდან კვირამდე. სველ ქუჩებს, გამზირებსა და სკვერებს ლაპლაპი გაჰქონდათ. ტროტუარების გასწვრივ რუები მოდგაფუნობდნენ, აქა-იქ პატარა ღელეებად და ნაკადულებად ქცეულიყვნენ წვიმის ჩქერები. წყლის მორევში უმწეოდ დაცურავდნენ გეზდაკარგული მანქანები. იშვიათად თუ გამოჩნდებოდნენ თავით ფეხებამდე გალუმპული გამვლელები. ზოგს ქოლგისათვის შეეფარებინა თავი, ზოგიც საწვიმარში გახვეულიყო. ნესტსა და სისველეს გაეჟღინთა ყველაფერი. სასტუმროებისა და სასახლეების აივნებს შეყუდებულ კარიატიდებს, შენობათა ფასადებზე გამოქანდაკებულ აფროდიტეებსა და ამურებს წურწურით ჩამოსდიოდა წყალი და ჩიტის დამბალ სკინტლს ერეოდა. მტრედები პარლამენტის ბერძნულ ფრონტონზე შეყუჟულიყვნენ, ცდილობდნენ ბარელიეფზე გამოკვეთილი ფეხებისა და სხეულებისათვის შეეფარებინათ თავი. დაწყევლილი იანვარი იდგა! წვიმა გადაიღებდა თუ არა, უმალ ნისლის საბურველში ეხვეოდა ყველაფერი, და ასე იყო ყოველ ცისმარე დღეს, კვირიდან კვირამდე. მერე გრიპის...
ფრიდრიხ დიურენმატი
ფრიდრიხ დიურენმატი (05.01.1921-14.12.1990) - შვეიცარელი მწერალი და დრამატურგი; ეპიკური თეატრის წარმომადგენელი. ცნობილია ავანგარდული პიესებით, ფილოსოფიური დეტექტივებითა და შავი იუმორით. მაქს ფრიშთან, პეტერ ბიქსელთან და სხვებთან ერთად გახლდათ ჯგუფის "ოლტენ" წევრი.