საავტორო უფლება;
ბრბოს შეხედულებისა და რწმენის დისტანციური ფაქტორები;
ბრბოს შეხედულების მყისიერი ფაქტორები;
სხვა წიგნები ამ თემაზე;
ბრბოს შეხედულებისა და რწმენის დისტანციური ფაქტორები
1. რასა. - მისი გაბატონებული გავლენა. - ამ მრწამსის განვითარება წინამორბედი დამუშავების შედეგი გახლავთ.
2. ტრადიციები. - ტრადიციები რასის სულის სინთეზის გამოხატულებაა. - ტრადიციების სოციალური მნიშვნელობა. - რა ზიანი მოაქვთ მათ. - ბრბო ტრადიციული იდეების სყველაზე მყარი დამცველია.
3. დრო. - იგი თანმიმდევრულად ამზადებს მრწამსის განმტკიცებას, შემდეგ კი მის ნგრევას. - მისი გავლენის წყალობით ქაოსიდან წესრიგი აღდგება.
4. პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტები. - მათი როლის შესახებ მცდარი წარმოდგენა. - ისინი შედეგს წარმოადგენენ და არა მიზეზს. - ინსტიტუტები სხვა არაფერია, თუ არა იარლიყები, რომლებიც ერთი სახელწოდებით ნიღბავენ ყველაზე განსხვავებულ მოვლენებს. როგორ იქმნება კონსტიტუციები. - ზოგი ერის მიერ ცნობილი, თეორიულად უსარგებლო ინსტიტუტის მოთხოვნა, მაგალითად, როგორიც ცენტრალიზაციაა.
5. აღზრდა და განათლება. - თანამედროვე მცდარი წარმოდგენა ბრბოზე განათლების გავლენის შესახებ. - სტატისტიკური მითითებები. - ლათინური აღზრდის დემორალიზებადი როლი. როლი, რომლის შესრულებას განათლება შეძლებდა. - მაგალითები, რომლებსაც სხვადასხვა ხალხებთან შეიძლება შევხვდეთ.
შევისწავლეთ რა ბრბოს სულიერი წყობა, აზროვნების, განცდისა და მსჯელობის მისეული უნარი, გადავდივართ იმის გამოკვლევაზე, თუ როგორ წარმოიქმნება და ყალიბდება მისი შეხედულებები.
ფაქტორები, რომლებიც ბრბოს შეხედულებებსა და რწმენას აყალიბებენ, ორი სახისაა: მყისიერი და დისტანციური.
დისტანციური ის ფაქტორებია, რომლებიც საშუალებას აძლევენ ბრბოს აღიქვას გარკვეული შეხედულებები და სრულიად გულგრილი დარჩეს სხვათა მიმართ. ეს ფაქტორები ამზადებენ ნიადაგს, რომელზეც შემდგომ უეცრად ვითარდება რომელიმე ახალი იდეა, რომელიც ძალმოსილებითა და შედეგებით გვაოცებს. თუმცა, ამ იდეათა წარმოშობის მოულოდნელობა მოჩვენებითია. მართლაც, ზოგი იდეა ბრბოში წარმოიქმნება და მოქმედებაში მოდის ელვის სისწრაფით, მაგრამ ეს სწორედ ერთი შეხედვით,...