მახასიათებლები
- სათაური: ბუკინისტი მენდელი
- ISBN კოდი:
- ავტორი: შტეფან ცვაიგ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 22
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2083
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ბუკინისტი მენდელი;
ავტორის სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
ბუკინისტი მენდელი
ავტორის სხვა წიგნები
საავტორო უფლება
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@ibooks.ge
შტეფან ცვაიგ - ბუკინისტი მენდელი.
ბუკინისტი მენდელი
ერთხელ კიდევ აღმოვჩნდი ვენაში. ქალაქის გარეუბანში სტუმრად ვიყავი და შინ რომ ვბრუნდებოდი, თავსხმა წვიმაში მოვხვდი; კოკისპირული წვიმა ხალხს სადარბაზო შესასვლელისა და საჩიხეებისაკენ ერეკებოდა: მეც სასწრაფოდ მოვძებნე თავშესაფარი. საბედნიეროდ, ვენაში ყოველ კუთხეში გელოდიბათ კაფე - მეც სწორედ ერთერთ ასეთ კაფეს შევაფარე თავი ქუჩის მეორე მხარეს; ქუდი უკვე სულ დასველებულიყო და მხრებშიაც გაეტანა წვიმას. შიგნიდან ეტყობოდა, რომ კაფე ქალაქის განაპირას მდებარეობდა; ეს იყო ჩვეულებრივი, მეტად გავრცელებული ტიპის კაფე, რომელსაც არ ჰქონდა გერმანიაში დამკვიდრებული ახალმოდური საორკესტრო ესტრადა, რითაც ასე განთქმულია ქალაქის ცენტრში მდებარე რესტორნები. ეს იყო მამაპაპური, ძველვენური, ბიურგერული კაფე. იგი ყოველთვის სავსე იყო წვრილფეხობით, რომელიც ჩვეულებრივ გაზეთებს უფრო ეტანებოდა, ვიდრე ნამცხვარს. ამჯერადაც, მიუხედავად საღამო ხანისა, კაფეში უკვე სულშემხუთავი ჰაერი იდგა, პაპიროსის კვამლი ლურჯად მოსდებოდა იქაურობას, მაგრამ თავად კაფე თავისი ხავერდგადაკრული სავარძლებითა და ალუმინის სალაროთი სუფთა ჩანდა. სიჩქარისაგან აზრადაც არ მომსვლია, რომ შემოსვლისას გარედან კაფეს სახელწოდება წამეკითხა. თუმცა, რა საჭირო იყო? - მაგიდას მივუჯექი, თბილოდა: მოუთმენლად ვუყურებდი წვიმისაგან ლურჯად ჩამორეცხილ მინებს და ველოდებოდი წვიმის...
შტეფან ცვაიგ
შტეფან ცვაიგ (28.11.1881-22.02.1942) - ავსტრიელი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და ბიოგრაფი, 1920-30-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.