მახასიათებლები
- სათაური: ჩამავალი მზე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ოსამუ დაზაი
- გამომცემელი: epsilon
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 58
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1900
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გველი
ცეცხლი
მთვარის ყვავილები
წერილები
ქალბატონი
მტრობის აფეთქება
ანდერძი
მსხვერპლნი
გადაფურცვლა
სარჩევი
გველი
ცეცხლი
მთვარის ყვავილები
წერილები
ქალბატონი
მტრობის აფეთქება
ანდერძი
მსხვერპლნი
თავი პირველი / გველი
დედა უხმოდ აქვითინდა. სამზარეულოში წვნიანს ჭამდა. ვიფიქრე, ალბათ, რამე ჩავარდა-მეთქი წვნიანში. “თმა?” ვკითხე მე. “არა.” დედამ კიდევ ერთი კოვზი წვნიანი ჩაისხა პირში, ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ამის შემდეგ, თავი მიაბრუნა, სამზარეულოს ფანჯრიდან გარეთ ალუბლის აყვავებულ ხეს გახედა და ჯერ კიდევ ხეს მომზირალმა, კიდევ ერთი კოვზი წვნიანი აათრთოლა ტუჩებს შორის. დედა ქალთა ჟურნალებში გაწერილ მანერებზე ისეთი განსხვავებული მანერით ჭამს, რომ მის შემთხვევაში სიტყვა “თრთოლვის” გამოყენება უბრალო სიტყვის მასალა არაა.
ნაოჯიმ, ჩემმა უმცროსმა ძმამ, დალევისას ერთხელ მითხრა, “მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანს წოდება აქვს, არისტოკრატი არ არის. ზოგი ადამიანი დიდი არისტოკრატია, ვისაც სხვა წოდება არა აქვს, გარდა იმისა, რაც ბუნებამ უბოძა და სხვა ჩვენნაირები, ვისაც არაფერი აქვთ, გარდა წოდებისა, პარიებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე არისტოკრატებთან. ივაშიმა, მაგალითისთვის (თავის ერთ-ერთ სკოლის მეგობარს ახსენებს) მეტად ვულგარული არ გეჩვენება, ვიდრე ნებისმიერი სუტენიორი, რომელსაც შესაძლოა ქუჩაში შეხვდე? იმ წყეულმა სულელმა, თავისი ბიძაშვილის ქორწილში სმოკინგი ჩაიცვა. დავუშვათ, რომ რამე საჭიროება იყო მისი იმ ტანსაცმელში გამოჩენის, გული ამირია მისი მაღალფარდოვანი ენის მოსმენამ, რომელიც იდიოტმა შესაფერისად ჩათვალა გამოეყენებინა სუფრასთან ლაპარაკისას. ეგეთი სიმპათია იაფფასიანი ფასადია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დახვეწილობასთან. როგორც უნივერსიტეტის გარშემო იყო წარწერები ‘პირველხარისხოვანი საცხოვრებლები,’ არისტოკრატიისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი იქნებოდა ‘პირველხარისხოვანი მათხოვრები.’ ჭეშმარიტი არისტოკრატები იმ ივაშიმასავით სულელურად არ იქცევიან, დედა ერთადერთია ჩვენს ოჯახში. ის ნამდვილია. მასში არის რაღაც, რასაც ვერც ერთი...
ოსამუ დაზაი
შუჯი ცუშიმა (19.06.1909-13.06.1948), მოგვიანებით დაზაი ოსამუდ ცნობილი, იაპონელი მწერალია, რომელმაც აღარება მოიპოვა რომანებით “ჩამავალი მზე” და “დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი”. ოსამუ დაზაიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა თავის საყვარელ ტომი იამაძაკისთან ერთად.