მახასიათებლები
- სათაური: ჩემი დაბრუნება სსრკ-დან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ანდრე ჟიდი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 88
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2187
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
- საავტორო უფლება
- სსრკ-დან დაბრუნება
- სსრკ-დან დაბრუნების შესწორებები
- შენიშვნები
გადაფურცვლა
სარჩევი
საავტორო უფლება
სსრკ-დან დაბრუნება
სსრკ-დან დაბრუნების შესწორებები
შენიშვნები
საავტორო უფლება
Philos© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@philos.ge
ანდრე ჟიდი - ჩემი დაბრუნება სსრკ-დან.
სსრკ-დან დაბრუნება
ამ სტრიქონებს ვუძღვნი ეჟენ დაბის ხსოვნას - მის გვერდით, მასთან ერთად განცდილისა და ნაფიქრალის ანარეკლს.
დემეტრასადმი აღვლენილი ჰომეროსის ჰიმნი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ მივიდა თავისი ასულების მძებნელი დიადი ქალღმერთი კელეოსის სასახლეში, დედოფალმა მეტანეირამ მას მიანდო ახალშობილი, ცეროდენა დემოფოონი, რომელიც შემდეგ გახდება ტრიპტოლემი, მიწათმოქმედების მინისტრი.
როცა სასახლეში ყველა კარი დაიკეტებოდა და მის მკვიდრთ ძილი მოერეოდათ, დემეტრას რბილი აკვნიდან ამოჰყავდა დემოფოონი და მოჩვენებითი სისასტიკით, სინამდვილეში ამ უსაზღვრო სიყვარულით და ბავშვის ღმერთად ქცევის წადილით შემსჭვალული, შიშველს აწვენდა გავარვარებული ნახშირით მოფენილ სარეცელზე. თითქოს თვალნათლივ ვხედავ სხივოსანი ბავშვისკენ, როგორც მომავალი კაცობრიობისკენ დახრილ დიად დემეტრას. გავარვარებული ნახშირი ბავშვს ხრუკავს. იგი ეწამება და ეს განსაცდელი აწრთობს. მის არსებაში ზეადამიანური, ძლიერი და ჯანსაღი, დიდი სახელის განმთქმელი რაღაც წარმოიშობა. მაგრამ რაოდენ დასანანია, რომ დემეტრამ ვერ შესძლო ჩანაფიქრის დაგვირგვინება. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ერთხელ დემეტრას ოთახში მეტანეირამ შეიხედა და ამ სანახაობით დამფრთხალმა ქალღმერთს ხელი ჰკრა და ცეცხლოვან სარეცელს მოაცილა იგი. მერე ნახშირი მიმოფანტა...