მახასიათებლები
- სათაური: ჩემი პასუხი
- ISBN კოდი:
- ავტორი: გიორგი კვინიტაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 18
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1395
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
გიორგი კვინიტაძე - ჩემი პასუხი
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
დიდ მადლობას ვუძღვნი იმ ქართველ ემიგრანტებს, მხედრებს და არა-მხედრებს, რომელთაც იკისრეს ამ წიგნაკის გამოცემა და ამით ხელი შეუწყეს საქართველოს მხედრობის შესახებ სინამდვილეთა აღდგენას.
ავტორი
ნოე ჟორდანიას გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა მისი მოგონებანი „ჩემი წარსული“.
ეს წიგნი მეტად დამამცირებელია ქართველი ერისა და, განსაკუთრებით, მისი მხედრობისა. როგორც დამსწრე ჩვენი წარსულისა და არა-ერთხელ მთავარ-სარდალი მისი ჯარებისა, ვერ გავჩუმდები და მოვალეცა ვარ, გავსცე მას სათანადო პასუხი.
ემჯობინებოდა ჩემი მოგონებების გამოცემა, რაც დაწერილია 1922 წელს პარიზში ჩემი ჩამოსვლისათანავე, საიდანაც მკითხველი გაითვალისწინებდა ნ. ჟორდანიას მთავრობის მოღვაწეობას საქართველოში და, განსაკუთრებით, თვით ნ. ჟორდანიას ნამდვილ მოქმედებას.
ეხლა კი აღვადგენ სიმართლეს იმისა, რაც მოთხრობილია „ჩემი წარსულში“. ამ მოგონებებში ბევრი ამბებია დამახინჯებული და მოგონილიც და ისე, რომ ძნელი წარმოსადგენია, ის მიეწეროს მხოლოდ შეცდომებს.
როდესაც ადამიანი საიქიოს მიემგზავრება, ის აღარ სტყუის - მას ვართ ჩვეულნი. ამიტომ შეიძლება, მკითხველს ეგონოს, რომ თუ არა მთლად, მაინც რაღაც უნდა იყოს სიმართლე, რაც ამ წიგნს უფრო მეტად მავნედ ხდის.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს წიგნი დაწერილია მისი სიკვდილის...
გიორგი კვინიტაძე
გიორგი კვინიტაძე (ნამდვ. გვარი – ჩიქოვანი) (21.08.1874 ― 07.08.1970) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალი, ქართული ჯარის მთავარსარდალი წითელ არმიასთან ომის დროს, თბილისის სამხედრო სასწავლებლის უფროსი.