მახასიათებლები
- სათაური: ჩემი ცხოვრების მოკლე აღწერა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰერმან ჰესე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 16
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2050
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ჩემი ცხოვრების მოკლე აღწერა;
გადაფურცვლა
ჰერმან ჰესე - ჩემი ცხოვრების მოკლე აღწერა
Herman Hess - Kurze Beschreibung meines Lebens
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნანა გოგოლაშვილს.
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ჩემი ცხოვრების მოკლე აღწერა
დავიბადე ახალი დროების დამლევს, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე შუასაუკუნეები თავის შემობრუნებას გვამცნობდა; მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ მოვლინებულს, იუპიტერის კეთილისმყოფელი სხივები დამნათოდა თავს. ეს მოხდა ივლისის ერთ თბილ დღეს და, მერე იმ დღის სითბო მთელი სიცოცხლის მანძილზე მიყვარდა, მენატრებოდა და მის ნაკლებობას მტკივნეულად განვიცდიდი. ცივ ქვეყნებში ცხოვრება არასოდეს მომსურვებია; თუკი ჩემი ნებით სადმე განმიზრახავს წასვლა, გულს მუდამ სამხრეთისკენ გაუწევია. მე პირმშო გახლდით ღვთისმოსავი მშობლებისა, რომლებიც ნაზი სიყვარულით მიყვარდა და მათ მიმართ, ალბათ კიდევ უფრო ნაზი გრძნობა მექნებოდა, ჩემთვის ნაადრევად რომ არ გაეცნოთ მეოთხე აღთქმა. მთელი უბედურება ის გახლდათ, რომ ყველა აღთქმა რაგინდ ჭეშმარიტი და კეთილგონიერიც არ უნდა ყოფილიყო, ჩემზე, უცილობლად საბედისწერო გავლენას ახდენდა. კრავივით უწყინარი კი ვიყავ, მაგრამ საკმარისი იყო ესა თუ ის აღთქმა ჩამწვეთებოდა ყურში, რომ საოცარ ჭირვეულობას ვიწყებდი. ეს ზნე განსაკუთრებით სიჭაბუკეში მჭირდა. როგორც კი მეტყოდნენ „ეს უნდა ქმნაო“, გულმუცელი ამომიტრიალდებოდა და ძნელად საცნობიღა ვხდებოდი. ალბათ ადვილად მიხვდებით, რომ ასეთი ხასიათის ბავშვს გაუძნელდებოდა სკოლაში წარმატების მიღწევა. იქ ერთ თავშესაქცევ...