მახასიათებლები
- სათაური: ჩემი თვითტკბობა
- ISBN კოდი:
- ავტორი: მაქს შტირნერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 25
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1513
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მაქს შტირნერი - ჩემი თვითტკბობა
Max Stirner - Mein Selbstgenuß
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვახტანგ გორგიშელს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ჩვენ ახალი ეპოქის გასაყარზე ვდგავართ. დღემდე არსებულ სამყაროში არაფერი იყო, გარდა ცხოვრების სარგებლის, თვით ცხოვრებისა. რადგან, ყველა ძალისხმევა აქ და ახლაა მიმართული, მიმართული დროებითი თუ მარადიული ცხოვრებისკენ, მოითხოვს „პურს არსობისა“ („მოგვეც ჩვენ პური ჩვენი არსობისა“) თუ „ჭეშმარიტ პურს“ („ჭეშმარიტი პური ზეცით“, „პური, რომელიც ზეცით ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას“, „პური სიცოცხლისა“ - იოანე, 6); ზრუნავენ „სიყვარულში ცხოვრების“ თუ „მარადიული ცხოვრების“ შესახებ - ეს ყველაფერი არ ცვლის საქმიანობის მიზანს და არც საზრუნავს, რადგან, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში სიცოცხლისკენ ისწრაფიან. ვლინდება თუ არა სხვაგვარად თანამედროვე ტენდენციები? ვიღაცას სურს, რომ აღარავინ ზრუნავდეს ყველაზე აუცილებელი ცხოვრებისეული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის, მეორეს მხრივ კი ასწავლიან, რომ ადამიანი ზრუნავდეს ამ ქვეყნის შესახებ და იცხოვროს რეალურ სამყაროში მიღმური ცხოვრების შესახებ ფუჭი ზრუნვის გარეშე.
მოდით ეს სხვა მხრიდან განვიხილოთ. ნებისმიერი, ვისაც მხოლოდ ის აწუხებს, რომ იცხოვროს, ის ამ საზრუნავის გამოისობით ივიწყებს სიცოცხლით ტკბობას. თუკი ის მხოლოდ ცხოვრების შესახებ ზრუნავს, თუკი ჯერ კიდევ შიშობს მის გამო, მაშინ ვერ დახარჯავს მთელ თავის ძალებს იმაზე,...
მაქს შტირნერი
მაქს შტირნერი (დაბ. იოჰან კასპარ შმიდტი, 25.10.1806 - 26.06.1856) - გერმანელი ფილოსოფოსი, რომელიც ნიჰილიზმის, ეგზისტენციალიზმის, პოსტმოდერნიზმისა და ანარქიზმის წინამორბედად მიიჩნევა.