I. პრობლემა ჩერნიშევსკის ესთეტიკისა;
II. ფეიერბახი და ჩერნიშევსკი;
III. ნეგატიური ნაწილი ჩერნიშევსკის ესთეტიკისა;
IV. პოზიტიური ნაწილი ჩერნიშევსკის ესთეტიკისა;
V. ჩერნიშევსკის ესთეტიკის საზღვარი;
სერგი დანელია - ჩერნიშევსკის ესთეტიკა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I. პრობლემა ჩერნიშევსკის ესთეტიკისა
II. ფეიერბახი და ჩერნიშევსკი
III. ნეგატიური ნაწილი ჩერნიშევსკის ესთეტიკისა
IV. პოზიტიური ნაწილი ჩერნიშევსკის ესთეტიკისა
V. ჩერნიშევსკის ესთეტიკის საზღვარი
(დაბადებიდან ასი წლის თავის აღსანიშნავად)
I. პრობლემა ჩერნიშევსკის ესთეტიკისა
კ. მარქსი ძუნწი იყო ქების შესხმაზე: იშვიათად თუ შეაქებდა ვისმე. მიუხედავად ამისა, მან ნ. ჩერნიშევსკის „დიდი მეცნიერი“ უწოდა ერთხელ. და მართლაც, ჩერნიშევსკი რუსული მეცნიერული აზროვნების უუდიდესი წარმომადგენელია. განსაკუთრებით საყურადღებოა ლიტერატურის ისტორიკოსისათვის ჩერნიშევსკის ესთეტიკა, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა თანამედროვე საზოგადოებაზე. რა იყო ამ გავლენის მიზეზი? ამის მიზეზი ის იყო, რომ ჩერნიშევსკიმ სცადა თავის ესთეტიკაში იმ ლიტერატურულ მიმართულების დასაბუთება, რომელიც განმტკიცდა რუსეთში ბესარიონ ბელინსკის საშუალებით.
ბელინსკიმ მისცა რუსეთის ლიტერატურულ კრიტიკას ის სპეციფიკური ხასიათი, რომელიც განასხვავებს მას დასავლეთ ევროპის ლიტერატურულ კრიტიკისაგან (თუ გამოვრიცხეთ ამ უკანასკნელისაგან ასეთი იშვიათი მოვლენები, როგორიც იყო, მაგალითად, ლესსინგი). მთავარი მიზანი რუსული კრიტიკისა იყო ახსნა საზოგადოებრივი ცხოვრების მექანიზმისა და ორგანიზაცია მოქალაქეობრივი აზროვნებისა....