მახასიათებლები
- სათაური: ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა
- ISBN კოდი:
- ავტორი: კოტე ბაქრაძე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1057
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
კოტე ბაქრაძე - ჭეშმარიტების პრობლემა და შემეცნების სტრუქტურა
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ფილოსოფიაში ახალი გზების ძიება თითქმის ყოველთვის ფილოსოფიის და ფილოსოფოსობის ამოსავალი წერტილის გამონახვით იწყება. სოკრატე, დეკარტე, კანტი და ჰეგელის დიდი ლოღიკის კლასიკური დასაწყისი თვალსაჩინო მაგალითებია ამ აზრის ილუსტრაციისათვის.
ევროპის თანამედროვე ფილოსოფიაში ხელ-ახლად დაიწყო ახალი გზების ძიება. არისტოტელეს „პირველ ფილოსოფიის“ ცნება ფილოსოფიურ მისწრაფებათა ცენტრში დგება. ფილოსოფიის ახალი ამოსავალი წერტილი, რომელიც ფილოსოფიურ აზროვნებას გამოიყვანს იმ ჩიხიდან, რომელშიაც შეიყვანა იგი კანტმა და კანტიანურმა სკოლებმა, - აი რის გარშემო სწარმოებს მუშაობა მე-XX-ე საუკუნის ფილოსოფიაში.
ჰუსერლის „ფენომენოლოგია“, მისი წმინდა ცნობიერებით და არსთა ჭვრეტით, ჰარტმანის „შემეცნების მეტაფიზიკა“ და ყოველივე თვალსაზრისის უარჰყოფა ფილოსოფიური აზროვნების დასაწყისში, ლასკის „ფილოსოფიის ლოღიკა“ და წინააღმდეგობათა სფეროს გარეშე მდგომი, დამოუკიდებელი ღირებულება თავის თავად, დრიშის ახალი სისტემა, ახალგაზრდა ჰეგელიანელთა გამოსვლა და საერთოდ ახალი ჰეგელიანური მოძრაობა და ბევრი სხვა მოწმობს ამ ახალი გზების და ამოსავალი წერტილის ინტენსიურ ძიებას.
ამ მხრივ პროფ. ნუცუბიძის „Wahrheit und Erkenntnisstruktur“-ში (გამოცემა: W. Degreyler, Berlin 1926) აღძრული საკითხები თანამედროვე ფილოსოფიურ ძიებათა ცენტრში დგანან. ამ შრომაში...