მახასიათებლები
- სათაური: ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 11
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3002
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- თავი პირველი
- თავი მეორე
- განმარტებები
გადაფურცვლა
თავი პირველი
სადღაც, უთვალავ მზის სისტემათა მოციმციმედ გადმოღვრილი კოსმოსის ერთ შორეულ კუთხეში, იყო და არა იყო რა, იყო ერთი ვარსკვლავი, რომელზეც გონიერმა ცხოველებმა შემეცნება გამოიგონეს. ეს იყო „სამყაროს ისტორიის“ ყველაზე ამპარტავანი და სიცრუით სავსე წუთი, რომელიც მხოლოდ ერთ წუთად დარჩა. ბუნებამ ორიოდეჯერ თუ მოასწრო ამოსუნთქვა, სანამ ვარსკვლავი გაშეშდებოდა და გონიერმა ცხოველებმაც სული დალიეს. – ვინმეს ასეთი იგავი რომ შეეთხზა, ბოლომდე მაინც ვერ შეძლებდა იმის ასახვას, როგორ საბრალოდ, ბუნდოვნად და ზედაპირულად, როგორ უაზროდ და არაფრით გამორჩეულად გამოიყურება ბუნების ფარგლებში ადამიანის ინტელექტი; საუკუნეებმა ჩაიარა მის გარეშე და თუკი ერთიც ვნახოთ და იგი არსებობას შეწყვეტს, ამით არაფერი დაშავდება; რამდენადაც ნებისმიერი სახის ინტელექტისათვის არ არსებობს ისეთი მისია, რომელიც მას ადამიანთა ყოფა-ცხოვრებისაგან განასხვავებდა. ის სწორედაც რომ ადამიანურია და მხოლოდ მისი მფლობელი და შემქმნელი ეპყრობა მას ისეთი პათეტიკურობით, თითქოს სამყაროს ღერძი მასში ბრუნავდეს. კოღოსთან საუბარი რომ შეგვეძლოს, მაშინ იმასაც გავიგონებდით, რომ ჰაერში ისიც ასეთივე პათოსით დაცურავს და სამყაროს მფრინავ ცენტრს შეიგრძნობს. არაფერია ბუნებაში იმაზე უბადრუკი და უმნიშვნელო, რაც შემეცნების ამ ძალის მცირედი სულის შებერვითაც კი ასე ბუშტივით არ იბერება; და როგორც ყოველ კურტნის მუშას სურს ჰყავდეს საკუთარი თაყვანისმცემელი, ასევე უნდა თავად ყველაზე ამაყ ადამიანს – ფილოსოფოსს, რომ სამყაროს თვალი ყოველი მხრიდან ტელესკოპივით მისი ქმედებისა და აზროვნებისაკენ იყოს მიმართული.
უცნაური ისაა, რომ ეს სწორედ ინტელექტის მეშვეობითაა შესაძლებელი, იმ ინტელექტისა, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებად აქვთ მიცემული უუბედურეს, უდელიკატურეს, წარმავალ არსებებს, რათა ისინი ერთი წუთით მაინც შეაჩეროს ყოფიერებაში, საიდანაც მათ ამგვარი დანამატის გარეშე, ლესინგის ვაჟივით[1] სწრაფად გაქცევის ყოველგვარი საფუძველი ექნებოდათ. ქედმაღლობა, რომელიც შემეცნებასა და შეგრძნებას უკავშირდება,...
ფრიდრიხ ნიცშე
ფრიდრიჰ ვილჰელმ ნიცშე (15.10.1844-25.08.1900) - გერმანელი ფილოსოფოსი, ფილოლოგი, კულტუროლოგი, პოეტი და კომპოზიტორი. ნიცშეს იდეებმა უდიდესი გავლენა იქონიეს XX საუკუნის ფილოსოფიური აზრის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეგზისტენციალიზმსა და პერსონალიზმზე.