მახასიათებლები
- სათაური: ჭეშმარიტი ფილოსოფიის გზაზე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ვლადიმირ სოლოვიოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2021
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 724
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ვლადიმირ სოლოვიოვი - ჭეშმარიტი ფილოსოფიის გზაზე
ВЛАДИМИР СОЛОВЬЕВ - НА ПУТИ К ИСТИННОЙ ФИЛОСОФИИ
ქართული თარგმანის ავტორი: დიმიტრი უჩანეიშვილი
iBooks© 2021 ყველა უფლება დაცულია
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
iBooks
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ. 0186 თბილისი, საქართველო
ტელ: (32) 2314424
ელფოსტა: info@ibooks.ge
www. iBooks.ge
FB: IBooks
ჩვენი ინდივიდუალური არსების მეცნიერული გზით დაცვა და მისთვის განსაკუთრებული ადგილის მოძიება გერმანული ფილოსოფიის ყოვლისშთანმთქმელ „აბსოლუტურსა“ და ბუნებისმეტყველების ყოვლისგამხრწნელ მექანიზმს შორის - აი, „ინდივიდუალიზმის“ საინტერესო ამოცანა.
ადამიანის სული, რომელმაც განყენებული ფილოსოფია და განყენებული ბუნებისმეტყველება შექმნა, საბოლოდ უნდა დარწმუნდეს, რომ ეს რთული და ოსტატური ნაგებობები ერთ სერიოზულ ხარვეზს გულისხმობენ: მათში არ არის ადგილი თვით ხუროთმოძღვრისთვის.
ერთი მხრივ, გონებაჭვრეტითი პანთეიზმი თავის „აბსოლუტურს“ აღმართავს მხოლოდ მის განყენებაზე ყოველივე ინდივიდუალურისგან, ვერ ამჩნევს რა, რომ ამ დროს თვით „აბსოლუტური“ სიცარიელედ იქცევა; მეორე მხრივ, დღეს გაბატონებულ „პოზიტიურ“ მსოფლმხედველობაში ჩვენს გონებას, გამოითვლის რა სამყაროს ელემენტებს, ერთობ გულუბრყვილოდ გამორჩება საკუთარი თავი.
როგორიც არ უნდა იყოს განსხვავება და თვით წინააღმდეგობაც კი იდეალიზმის მეტაფიზიკასა და თანამედროვე ნატურალისტთა პოზიტიურ შეხედულებებს შორის, ისინი ერთ რამეში თანხვდებიან: აქაც და იქაც ადამიანი თამაშგარეთაა. თუკი სამყაროს არსი...