ნოტების კრებულში შესულია ჯიმი იანსის მიერ შექმნილი ისეთი ცნობილი ნაწარმოებები, როგორიცაა "Death Letter Blues", "Five O'Clock Blues", "Mournful Blues" და სხვები იმ ვერსიით, როგორც მათ ავტორი ასრულებდა.
ჯიმი იანსი (Jimmy Yancey, 20.02.1895-17.09.1951) - ბუგი-ვუგისა და ბლიუზის ამერიკელი შემსრულებელი (ფორტეპიანო), კომპოზიტორი და ტექსტების ავტორი. მიჩნეულია ბუგი-ვუგის ფუძემდებლად.