მახასიათებლები
- სათაური: ჩოჩარა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ალბერტო მორავია
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 176
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1383
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
- თავი მეხუთე
- თავი მეექვსე
- თავი მეშვიდე
- თავი მერვე
- თავი მეცხრე
- თავი მეათე
- თავი მეთერთმეტე
- შენიშვნები
გადაფურცვლა
ალბერტო მორავია - ჩოჩარა
Alberto Moravia - La Cociara
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ელისაბედ ბაგრატიონს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
თავი პირველი
თავი მეორე
თავი მესამე
თავი მეოთხე
თავი მეხუთე
თავი მეექვსე
თავი მეშვიდე
თავი მერვე
თავი მეცხრე
თავი მეათე
თავი მეთერთმეტე
შენიშვნები
თავი პირველი
კარგი იყო ის დრო, როცა გავთხოვდი და მშობლიური სოფლიდან რომში ჩამოვედი. იცით, როგორც სიმღერაში იტყვიან ხოლმე:
როდესაც ჩოჩარა[1] თხოვდება,
ერთს აძლევს თოკს, მეორეს კი ჩოჩებს[2].
მაგრამ მე ყველაფერი ქმარს ჩავაბარე, თოკიც და ჩოჩებიც, იმიტომ რომ, ჯერ ერთი, იგი ჩემი ქმარი იყო, მეორე კი - რომში წამომიყვანა. ეს მე ძალიან მახარებდა, რა ვიცოდი, რომ სწორედ რომში მელოდა უბედურება. სახე მაშინ მრგვალი მქონდა, თვალები დიდი, შავი და ცოცხალი, თმებიც შავი, ორ მჭიდრო ნაწნავად დაწნული. თმები თითქმის წარბებთან მეწყებოდა. ტუჩები მარჯანივით წითელი მქონდა, როცა ვიცინოდი, მიჩანდა თეთრი, პატარა და სწორი კბილების ორი მწკრივი. მე ღონიერი ვიყავი და თავით ორმოცდაათი კილოს ტარება შემეძლო. ტვირთს თავზე მორგებულ მრგვალ ლანგარზე ვდებდი. ჩემი მშობლები, მართალია, გლეხები იყვნენ, მაგრამ ისეთი მზითევი გამომატანეს, როგორც ნამდვილ სენიორას - ოცდაათი წყვილი ყოველგვარი თეთრეული: ოცდაათი ზეწარი, ოცდაათი ბალიშის პირი,...
ალბერტო მორავია
ალბერტო მორავია (28.11.1907-26.09.1990) - იტალიელი მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ესსეისტი და კინოკრიტიკოსი. მიჩნეულია მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რომანისტად.