მახასიათებლები
- სათაური: ...და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჰაინრიხ ბიოლი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 113
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2567
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
I;
II;
III;
IV;
V;
VI;
VII;
VIII;
IX;
X;
XI;
XII;
XIII;
გადაფურცვლა
ჰაინრიხ ბიოლი - ...და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა
Heinrich Böll - Und sagte kein einziges Wort
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნოდარ რუხაძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
I
II
III
IV
V
VI
VII
VIII
IX
X
XI
XII
XIII
I
სამუშაოს დამთავრების შემდეგ ხელფასის ასაღებად სალაროში შევიარე. სალაროსთან ხალხი ბლომად იდგა და კარგა ნახევარი საათი ვიცადე. შემდეგ ჩეკი გადავაწოდე და დავინახე, როგორ გადასცა მოლარემ ჩემი ჩეკი ყვითელკოფთიან გოგონას. გოგონა სააღრიცხვო ბარათების გროვასთან მივიდა, ჩემი ბარათი მოძებნა, ჩეკი ისევ მოლარეს დაუბრუნა, „წესრიგშიაო“ უთხრა და მოლარემაც სუფთა ხელებით მარმარილოს დაფაზე ფული მომითვალა. ფული გადავთვალე, ხალხში გაჭირვებით გამოვაღწიე და კარებთან დადგმულ პატარა მაგიდასთან მივედი, რათა ფული კონვერტში ჩამედო და ცოლისთვის წერილი მიმეწერა. მაგიდაზე ეყარა ფულის შესატანი მოწითალო ბლანკები. ერთი ბლანკი ავიღე და მეორე მხარეზე ფანქრით დავაწერე: „ხვალ მინდა გნახო, ორ საათამდე დაგირეკავ.“ წერილი კონვერტში ჩავდე, ფულიც შიგ ჩავაწყე, კონვერტის კიდეებზე წაცხებული წებო ენით დავასველე, შევყოყმანდი, კონვერტიდან ფული კვლავ ამოვიღე, ათმარკიანი გამოვაძრე და პალტოს ჯიბეში ჩავიკუჭე. წერილი ისევ ამოვიღე კონვერტიდან და იქვე მივაწერე: „ათი მარკა ჩემთვის დავიტოვე, ხვალვე უკან დაგიბრუნებ. აკოცე ბავშვებს. ფრედი.“ მაგრამ კონვერტი უკვე...
ჰაინრიხ ბიოლი
ჰაინრიხ თეოდორ ბიოლი (21.12.1917-16.07.1985) - გერმანელი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორი. 1972 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.