მახასიათებლები
- სათაური: დაფნისი და ქლოე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლონგე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 33
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2393
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
წინათქმა;
წიგნი პირველი;
წიგნი მეორე;
წიგნი მესამე;
წიგნი მეოთხე;
გადაფურცვლა
ლონგე - დაფნისი და ქლოე
Λόγγος - Δάφνις καὶ Χλόη
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის იროდიონ ქავჟარაძეს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
წინათქმა
წიგნი პირველი
წიგნი მეორე
წიგნი მესამე
წიგნი მეოთხე
წინათქმა
ლესბოსზე რომ ვნადირობდი, ნიმფებისადმი შეწირულ ჭალაში საუცხოო სანახაობა ვიხილე, ყველაზე მშვენიერი, რაც კი ოდესმე მინახავს, თვალწარმტაცი სურათი, ამბავი სიყვარულისა. ეს მშვენიერი ჭალა უხვად შეემკო ხეებს, ყვავილებსა და მდინარეს; ყველა ხესა და ყვავილს ერთი წყარო ასაზრდოებდა. მაგრამ კიდევ უფრო თვალს ახარებდა სურათი; იგი ხელოვნების საუცხოო ქმნილება, სიყვარულის გამოხატულება იყო. ასე რომ აქ მრავალი მნახველი მოდიოდა. უცხოელებიც, რომლებსაც მასზე მოსმენილი ამბავი იზიდავდა, ნიმფებს ლოცვას აღუვლენდნენ, ხოლო სურათით ტკბებოდნენ. ამ სურათზე კი, აი, რისი ხილვა შეიძლებოდა: ჯგუფი ქალებისა მშობიარობს, მეორე ჯგუფი ახალშობილ ბავშვებს საბურველით ამკობს; მიტოვებულ ბავშვებს ძიძაობენ ნერბები და წალები; აღმზრდელები არიან მწყემსები. მერე ვნახე შეყვარებული ქალ-ვაჟი, მეკობრეების თავდასხმა, მტრის შემოსევა. ბევრი სხვაც ვნახე, და ყველაფერი გამსჭვალული იყო სიყვარულით; მე, აღტაცებული, შემიპყრო სურვილმა, რომ სურათს გავჯიბრებოდი და მოთხრობა დამეწერა. მოვნახე კაცი, რომელმაც ამ სურათის შინაარსი გამაგებინა, ბევრი ვიშრომე და ოთხი წიგნი დავწერე ეროტის, ნიმფებისა და პანისთვის...