მახასიათებლები
- სათაური: დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო
- ISBN კოდი:
- ავტორი: ლევ შესტოვი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 37
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2150
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო;
სხვა საინტერესო წიგნები;
გადაფურცვლა
The time is out of joint...
W. Shakespeare[1]
I
ორმოცდაათი წლის წინ, პარიზში ყოფნისას, ტოლსტოის სიკვდილით დასჯაზე დასწრება მოუწია. იგი დაწვრილებით არსად მოგვითხრობს ამ საზარელი სანახაობით მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ. მხოლოდ ერთხელ, „აღსარებაში“ ვხვდებით შემდეგ მოკლე შენიშვნას: „როდესაც ვიხილე, თუ როგორ განშორდა თავი სხეულს და ერთიცა და მეორეც ყუთში გაგორდა, მე მივხვდი - არა გონებით, არამედ მთელი არსებით - ყოველი არსებულის გონიერებისა და პროგრესის ვერანაირი თეორია ვერ გაამართლებდა ამ ქმედებას, და თუ სამყაროს დასაბამიდან მცხოვრები ყველა ადამიანი რაგინდ გსურთ თეორიით დაამტკიცებდა, რომ ეს საჭიროა - მე ვიცი, რომ ეს არ არის საჭირო, ეს ცუდია.“ ტოლსტოი იმ დროს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო, დაახლოებით ოცდაათი წლისა, და მაშინ უკვე შესაძლებლად მიაჩნდა საკუთარი შეხედულება სამყაროს დასაბამიდან არსებულ ადამიანთა შეხედულებებისთვის დაეპირისპირებინა. უდაოა, რომ ზემომოტანილი სიტყვები გადაუჭარბებელია. სამყაროს უსასრულო არსებობის მთელ პერიოდში ვერ მოიძიებდით ძალას, რომელიც ტოლსტოის აიძულებდა უარი ეთქვა საკუთარ შეხედულებაზე და სიკვდილით დასჯა აუცილებლად, სასიკეთოდ ან თუნდაც რაიმე გამართლების მქონედ ეღიარებინა. ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორეს მხრივ კი ცხადია, რომ არც ტოლსტოის გააჩნდა საკმარისი ძალა, რათა იძულებულნი გაეხადა ისინი უარი ეთქვათ ახლობლების სიკვდილით დასჯაზე. ახლა, პარიზში მოგზაურობიდან თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ, ის იმავე გზნებით არის აღმდგარი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ: „ვერ ვინარჩუნებ დუმილს“, - ყვირის ის მთელი ქვეყნის გასაგონად, - და კვლავ უშედეგოდ. ახლა ის არა ახალგაზრდა და უცნობი გრაფია, რომელიც ევროპაში მოგზაურობს, არამედ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ახლა მისი მთელ მსოფლიოს ესმის. მაგრამ ახლაც, მისი ხმამაღალი პროტესტი, ისევე, როგორც მისი მდუმარე აღშფოთება მაშინ, ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს. მისი ესმით, მაგრამ მას ანგარიშს არ უწევენ და კვლავ განაგრძობენ სიკვდილით დასჯას. ტოლსტოი...
ლევ შესტოვი
ლევ შესტოვი (იეჰუდა ლეიბ შვარცმან) (31.01.1866-19.11.1938) - რუსი ფილოსოფოსი-ეგზისტენციალისტი, რომელმაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი ემიგრაციაში გაატარა. დიდი გავლენა იქონია და პატივით სარგებლობდა კამიუს, ბერდიაევის, ისაია ბერლინის, ცეიტლინის მხრიდან.