მახასიათებლები
- სათაური: დამპატიჟე
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 11
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1099
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მიხეილ ჯავახიშვილი - დამპატიჟე
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
დედა შვილს ჰაერში აბურთავებს, თვითონაც ხტუნავს და შეჰხარის:
- ითამაშე, ტიტიკო! იხტუნავე, ბიჭიკო!
მამა დაირას აბრახუნებს, ორივეს შესცინის, სტოკავს და იძახის:
- ითამაშეთ, ჭირი მე! გაიხარეთ, ჭირი მე!
და მისი ცოლ-შვილიც ჰხარობს: ბიჭიკო ტიტველ ფეხებს პაწია მუთაქებისავით აქანავებს და მაღლიდან ხითხითებს, ცოლი კი ისევ უვლის და იმ ფეხებს უკარნახებს:
- მარცხენა, გენაცვალე! მარჯვენა, გენაცვალე!
- ათამაშე, ტიტიკო! ახტუნავე, ბიჭიკო! დიპლიპიტო-დაპტიპიტო! დაპტიპიტო-დიპლიპიტო!!
ბებერი ძაღლი ბუზღუნებს, ბოჩოლა გაოცებით შესცქერის. ბალღის დიდედა ორად მოხრილა და გოდრებში ბადრიჯანს აწყობს, პაპა თევდორე კი სადღაც ქვეით გააფთრებით სთოხნის და მეხუთეჯერ იძახის:
- კაცო, ოქროპირ, მიშველე ცოტა, თორემ წავიდა მოსავალი.
თუნდა წავიდეს, თუნდ მოვიდეს. რა მოსავალი, რის გასავალი! ოქროპირი ოქროპირობს:
- ითამაშეთ, ჭირი მე! იხტუნავეთ, ჭირი მე!
და უჭირო ზედსიძე, მისი „გენაცვალე“ ცოლი და ბუთხუზა შვილიც კიდევ დიდხანს ხტუნაობენ, კისკისებენ და შეჰხარიან ყველასა და ყოველივეს: დათენთილ მზეს, მომავალ ურმებს, უცნობ მავალებს, ნაცნობ მეზობლებს, ბუზღუნა თოლიას, გაოცებულ ბოჩოლას, ერთმანეთს, თავიანთ თავსა და მადლიან ცხოვრებას, რომელიც მუქთი ნობათივით მიდის და მოდის - მხოლოდ მათთვის, მარტო მათთვის - უდარდელად, მაძღრად, ხელგაშლილად,...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.