მახასიათებლები
- სათაური: დანაშაული და სასჯელი (წიგნი 1)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 1958
- ენა: ქართული
- გვერდები: 344
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5613
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ნაწილი პირველი
- ნაწილი მეორე
- ნაწილი მესამე
გადაფურცვლა
ფიოდორ დოსტოევსკი - დანაშაული და სასჯელი (ნაწილი I)
Федор Достоевский - Преступление и Наказание (Часть I)
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ივანე ახალშენიშვილს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ნაწილი პირველი
ნაწილი მეორე
ნაწილი მესამე
„თუ პირდაპირობაში იოტის ტოლა სიყალბე მაინც შეეპარა ადამიანს, მაშინვე ყველაფერი ირღვევა და იღუპება... მლიქვნელობა კი, თუნდ მასში ყველაფერი ყალბი იყოს, მაინც საამო მოსასმენია. რაგინდ უხამსი და მოურიდებელი იყოს მლიქვნელობა, ნახევარი მაინც სიმართლედ ეჩვენება ადამიანს.
ფ. დოსტოევსკი
ნაწილი პირველი
I
ივლისის დამდეგი იყო. სიცხე-პაპანაქებაში, საღამო ჟამს, თავისი ვიწრო და პატარა ოთახიდან გამოვიდა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ს-ის ქუჩის შესახვევში ცხოვრობდა, და მძიმედ, თითქოს ყოყმანით კ-ის ხიდისაკენ გასწია.
კიბე მშვიდობიანად ჩაიარა, დიასახლისს თვალი არ მოუკრავს. მისი ოთახი ხუთსართულიანი სახლის ჩარდახქვეშ იყო მოთავსებული და კარადას უფრო წააგავდა, ვიდრე საცხოვრებელ ბინას. თვითონ ბინის დიასახლისი, რომლისაგანაც ეს ოთახი ჰქონდა ნაქირავები სადილითა თუ მომსახურებით, ცალკე ცხოვრობდა, ერთი კიბით დაბლა. ახალგაზრდას ისე არ შეეძლო ჩასვლა, რომ სამზარეულოს მუდამ ღია კარიდან არ დაენახა დიასახლისს. ყოველთვის, როგორც კი სამზარეულოს გაუვლიდა ახალგაზრდა, რაღაც ავადმყოფური შიშის გრძნობა დაურბენდა...
ფიოდორ დოსტოევსკი
ფიოდორ დოსტოევსკი (11.01.1821-09.02.1881) - დიდი რუსი მწერალი, მოაზროვნე, ფილოსოფოსი, პუბლიცისტი, რუსული ლიტერატურის კლასიკოსი. მიჩნეულია ერთ-ერთ უდიდეს ფსიქოლოგად ლიტერატრუის ისტორიაში. დიდი გავლენა იქონია პერსონალიზმის, ეგზისტენციალიზმისა და ფროიდიზმის განვითარებაზე.