მახასიათებლები
- სათაური: დასავლეთის ფრონტი უცვლელია
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერიხ მარია რემარკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 126
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2095
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
1;
2;
3;
4;
5;
6;
7;
8;
9;
10;
11;
12;
გადაფურცვლა
ერიხ მარია რემარკი - დასავლეთის ფრონტი უცვლელია
Erich Maria Remarque - Im Westen nichts Neues
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის კონსტანტინე გამსახურდიას.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
1
ჩვენ ზურგში ვიმყოფებით, ფრონტის ხაზიდან ცხრა კილომეტრის დაშორებით. გუშინ შეგვცვალეს; ახლა მუცლები ხორციანი, თეთრი ლობიოთი გვაქვს გამოტენილი და თავს მაძღრად და კმაყოფილად ვგრძნობთ. ვახშმად თითი-თითო ქვაბიც კი გვერგო. დამატებით ძეხვსა და პურსაც იძლევიან - მაგარია. ასეთი შემთხვევა დიდი ხანია, აღარ გვქონია: ჩვენი სამზარეულოს ბატონი, წითელ პომიდორს რომ მიუგავს თავი, თავად გვათავაზოსბ საჭმელს; ყოველ გამვლელს ჩამჩით თავისკენ იწვევს და თეფშებს პირამდე უვსებს. სრულ სასოწარკვეთაშია ჩავარდნილი, რადგან გულიაშის უშველებელი „ტყვიამფრქვევი“ არა და არ იცლება. თიადენმა და მიულერმა საიდანღაც დიდი ჯამები გააჩინეს და, სარეზერვოდ, პირამდე აავსებინეს, თიადენმა ღორმუცელობის, მიულერმა კი სიფრთხილის გამო. როგორ ინელებს თიადენი ამდენს, ნამდვილი გამოცანაა, არადა გამხმარ ქაშაყს მიუგავს თავი.
მთავარი ის არის, რომ თამბაქოს ორმაგი ულუფითაც მოგვამარაგეს. თითოეულს ათი სიგარა, ოცი სიგარეტი და ორ-ორი ფილა საღეჭი თამბაქო - მაგარია! ჩემი საღეჭი თამბაქო კიჩინსკის გავუცვალე სიგარეტში და მარაგი ორმოცამდე გავზარდე. ამას დღის ბოლომდეც კი ვიმყოფინებ.
სულაც...