მახასიათებლები
- სათაური: დაუპატიჟებელი
- ISBN კოდი:
- ავტორი: მორის მეტერლინკი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 10
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1189
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
მორის მეტერლინკი - დაუპატიჟებელი
Maurice Maeterlinck - L’Intruse
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის მიხეილ ჯავახიშვილშ
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მომქმედნი პირნი:
პაპა (ბრმა)
მამა
ბიძა
სამი ქალიშვილი
სათნოების და
მოახლე
მოქმედება ჩვენ დროს სწარმოებს. ჩამობნელებული ოთახი ძველ ციხე-დარბაზში. ერთი კარი მარჯვნივ, ერთი მარცხნივ; კუთხეშიც პატარა ფარული ოთახია. სცენის სიღრმეში ფანჯრები სხვადასხვა ფერისა და უფრო კი მწვანე შუშებით. იქვე შუშებიანი კარი, რომელიც ტერასაზე გადის. კუთხეში დიდი, ფლამანდიური საათი. ლამფა ანთია.
სამი ქალიშვილი. აქეთ, აქეთ, პაპა, აქეთ, ლამფასთან დაბრძანდით.
პაპა. აქ, მგონი, საკმაო სინათლე არ არის.
მამა. ტერასაზე გავიდეთ, თუ აქ დავრჩეთ?
ბიძა. მე მგონია, აქ დარჩენა სჯობია. მთელი ერთი კვირაა, წვიმს და ღამეებიც ცივი და ნესტიანია.
უფროსი ქალიშვილი. ვარსკვლავები მაინც სჩანს.
ბიძა. ვარსკვლავები არაფერსაც არ ამტკიცებენ.
პაპა. აქ დარჩენა სჯობს. მარტო ღმერთმა იცის, რაც მოხდება.
მამა. საშიში არაფერია. ხიფათმა განვლო. და ისიც გადარჩა.
პაპა. მე კი მგონია, რომ საქმე ცუდად არის.
მამა. ეგრე რად გგონიათ?
პაპა. გავიგონე, როგორც ლაპარაკობდა.
მამა. კარგი, მაგრამ ექიმებმა ხომ გვითხრეს - დამშვიდებული ბრძანდებოდეთო.
ბიძა. თითქოს არ იცოდე, რომ...