მახასიათებლები
- სათაური: დავითიანი
- ISBN კოდი:
- ავტორი: დავით გურამიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3153
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ეს კაცი ასე ილოცავს
(ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი)
ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ სარწყავთ მონაყვანები;
ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.
ყოვლად წმინდაო, დამადევ
წყლურზედ წამალი სამთელი,
შემაძლებინე აღვანთო
მე შენს წინაშე სანთელი.
ამ წიგნთა გამლექსავის
გვარისა და სახელის გამოცხადება
1
დავითიანი ვსთქვი დავით გურამისშვილმან გვარადო,
ხილად ვსთქვი სიტყვა ღვთისა და ძე კაცთა ნორჩის მგვანადო;
ცხოვრების წყაროს უხსენე ხე ცხოვრებისა ღარადო,
ამად ვსთქვი ჯვარზედ ვნებული ცრემლნი იდინოთ ღვარადო.
2
ვენახის ღვინო დაძვირდა, ქართლს დაემტერა რა ჭარი,
ვიმცვრივე ჭალას ბაბილო ნაქაჯი, დანაჭაჭარი;
მოსახსენებლად ჩემდა ყრმათ უმზადე ტკბილი მაჭარი,
ავს სარგებელსა არა იქს ამ უსასყიდლოს ვაჭარი.
3
ამისთვის მე არ შევსძეძვე, რაც დავრგევ იგავთ ხე ველად,
უფრო ადვილად აღვლიან ზედ ყრმანი დასარხეველად.
სასმელად უძღვენ თერმონი, არ ცუდად დასანთხეველად,
ყრმათ შევავედრე ეს წიგნი, არ შექმნან დასახეველად.
4
ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და,
ფესვ ღრმა-ჰყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა.
ორგზითვე ნაყოფს მისცემდა, ვისგანაც მოირხეოდა,
ლექსი რუსთვლისებრ ნათქვამი მე სხვისა ვერ ვნახეო და.
5
ვით მხედარს-ყრმისა მცირისა წკეპლასა ზედან ჯდომანი
მიემზგავსების ცხენოსანს ჯოხით რბენა და ხლდომანი,
ეგრეთვე შოთა რუსთველსა ეს ჩემი ლექსთ მიხდომანი,
ცუდად მომიხდა გვაჯითა ბაძით უმზგავსო ნდომანი.
6
მე ყრმათა მზგავსად მომიხდა ნამცვრევთ წალკოტთა მცვრევანი,
ბზაკალითა და წიწკიტით მონადირეთში რევანი;
ვერც ხილი ვჰპოვე, ნადირთაც ძალა არ მაქვნდა რევანი,
ვაი, შემრჩა ცუდსა მეთევზეს უბრალოდ წყალთა მღვრევანი.
7
მე რუსთველსა...
დავით გურამიშვილი
დავით გურამიშვილი (1705-01.08.1792) - ქართველი პოეტი, გატაცებული დაღესტანში, საბოლოოდ კი დამკვიდრებული უკრაინაში. მისმა პოეტურმა მემკვიდრეობამ ერთადერთი კომპილატური ნაწარმოების "დავითიანის" სახით მოაღწია, რომლის მნიშვნელობის გადაფასება შეუძლებელია. დავით გურამიშვილი გარდაიცვალა და დაკრძალულია უკრაინაში.