მახასიათებლები
- სათაური: დეკარტე
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრიდრიხ შელინგი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 16
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1866
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
დეკარტი;
ბეკონისა და დეკარტის შედარება;
განმარტებები;
გადაფურცვლა
ფრიდრიხ შელინგი - დეკარტე
Friedrich Schelling - Descartes
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ვ. ფეიქრიშვილს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
დეკარტი
ბეკონისა და დეკარტის შედარება
განმარტებები
ახალი ევროპული ფილოსოფიის ისტორია მოიცავს პერიოდს სქოლასტიკის დამხობიდან დღემდე. ახალი ფილოსოფიის ფუძემდებელმა, თავისი ერის რევოლუციური სულისკვეთების მატარებელმა, რენე დეკარტმა, რომელიც დაიბადა 1596 წელს, დაიწყო იმით, რომ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ადრინდელ ფილოსოფიასთან, ყველაფერი უკუაგდო, რაც კი მის გამოჩენამდე იყო შექმნილი ამ მეცნიერებაში და იგი სავსებით თავიდან შექმნა, თითქოსდა მანამდე არასდროს არ არსებულა ფილოსოფიური აზროვნება. ასეთი ხელაღებული უარყოფის აუცილებელი შედეგი ის იყო, რომ ფილოსოფია, თითქოს, მეორე ბავშვობას დაუბრუნდა, - არასრულწლოვანების ერთგვარ სახეობას, რომელიც ბერძნულმა ფილოსოფოსმა თავისი არსებობის თითქმის პირველი ნაბიჯებიდანვე გადალახა. მეორე მხრივ, ეს უკან დახევა მეცნიერების ძველი გულუბრყვილობისაკენ სასარგებლოც იყო; ამით მეცნიერება ხელს იღებდა იმ სიფართოვეზე, რომელიც მან ძველ დროსა და შუა საუკუნეებში შეიძინა, და თითქმის ერთადერთ პრობლემამდე დავიდა, რომელიც ამიერიდან თანმიმდევარი განვრცობით მას შემდეგ, რაც ცალკეულ დეტალებში ამისთვის ყველაფერი მომზადებული აღმოჩნდა - ახალი ფილოსოფიის დიდ, ყოვლისმომცველ ამოცანად გადაიზარდა. როდესაც ამბობენ, რომ ფილოსოფია...