მახასიათებლები
- სათაური: დღიურებიდან
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯაკომო ლეოპარდი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 72
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1732
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ჯაკომო ლეოპარდი - დღიურებიდან
Giacomo Leopradi - Il Diario
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
შესავალი
ნატიფ ხელოვნებათა სისტემა
განმარტებები
მშვენიერება კი არა, არამედ ჭეშმარიტება, ანუ ყოველგვარი ბუნების მიბაძვა, აი, ნატიფ ხელოვნებათა მიზანი[1]. ეს მიზანი რომ მშვენიერება იყოს, მაშინ ჩვენთვის უფრო მეტად მოსაწონი იქნებოდა ის, რაც უფრო მშვენიერია, და ასე შემდეგ, თვით მეტაფიზიკურ მშვენიერებამდე, რომელიც ხელოვნებაში არამცთუ არ მოგვწონს, არამედ ზიზღსაც კი იწვევს. ზედმეტია იმის მტკიცება, რომ ეს მშვენიერება საკუთრივ ბუნების ფარგლებში რჩება. აქედან გამომდინარე, ტკბობას, რომელსაც ნატიფი ხელოვნებანი გვანიჭებენ, ბუნებისადმი მიბაძვა უდევს საფუძვლად, ვინაიდან მართლაც რომ არსებობდეს მშვენიერება თავისთავად, მაშინ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უფრო მეტად მოგვეწონებოდა ის, რაც უფრო მშვენიერია; ასე მაგალითად, იდეალური სამყაროს მშვენიერების აღწერა უფრო მეტ სიამოვნებას მოგვანიჭებდა, ვიდრე ჩვენი სამყაროისა. ხოლო იმას, რომ თვით ბუნებისეული მშვენიერებაც კი არ გახლავთ ნატიფ ხელოვნებათა ერთადერთი მიზანი, თვალნათლივ გვიმოწმებს ყველა დიდი პოეტი, უწინარეს ყოვლისა კი - ჰომეროსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ჭეშმარიტი პოეტი ეცდებოდა ყველაზე დიდი მშვენიერება დაეძებნა ბუნებაში, მაშინ როდესაც ჰომეროსმა გაცილებით უფრო ნაკლები მშვენერებით შემოსა აქილევსი,...
ჯაკომო ლეოპარდი
ჯაკომო ტალდეგარდო ფრანჩესკო დი სალეს სავერიო პიეტრო ლეოპარდი (29.06.1798-14.06.1837) - იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი, ესეისტი და ფილოლოგი. მიჩნეულია მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ მოაზროვნედ. მისმა პოეზიამ უდიდესი გავლენა იქონია ევროპული კულტურის განვითარებაზე.