მახასიათებლები
- სათაური: დიალექტიკისათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლოტინი
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 5
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1665
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
პლოტინი - დიალექტიკისათვის
Πλωτῖνος - Στη Διαλεκτική
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ბაჩანა ბრეგვაძეს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
1. რა არის ესხელოვნება, ეს მეთოდი, ეს მეცნიერება, სათანადო გზით რომ წარგვმართავს ჩვენ? მაგრამ საითკენ წარგვმართავს? სიკეთესა და პირველისაწყისისაკენ. აი, რას მივიჩნევთ იმად, რაზედაც თითქოს შევთანხმდით და რაც ათასნაირად დავასაბუთეთ. ხოლო მთელი ეს დასაბუთება, იმავდროულად ამაღლებისა და აღმასვლის საშუალებაც არის. მაგრამ ვინ უნდა იყოს ის, ვინც ამნაირად მაღლდება? ვინც, პლატონის თქმისა არ იყოს, წინარე სიცოცხლეში იხილა ყველა არსი თუ ამ არსთა უმრავლესობა, და თავისი პირველი დაბადებისას განსხეულდება იმაში, ვინც სიბრძნისა თუ მშვენიერების ტრფიალად, მუსიკოსად თუ სიყვარულით გულშეძრულად უნდა იქცეს. დიახ, ფილოსოფოსი, მუსიკოსი და სიყვარულით გულშეძრული უნდა ამაღლდნენ.
კი მაგრამ, რანაირად? ყველა ერთი და იმავე გზით თუ თვითეული საკუთარი გზით უნდა ამაღლდეს? არსებობს ორი გზა იმათთვის, ვინც მაღლდება და ზე ისწრაფვის. ერთი გზა ქვემოდან იწყება, მეორე გზა კი იმათია, ვინც უკვე მისწვდა გონით საწვდომ სამყაროს და კიდეც მოიკიდა იქ ფეხი. ისინი ასე უნდა მიიწევდნენ მაღლა, ვიდრე ამ სამყაროს უკიდურეს ზღვარს არ მიაღწევენ. გზის დასასრული აღინიშნება იმით, რომ ადამიანი აღწევს გონით საწვდომი სამყაროს მწვერვალს. ნურაფერს ვიტყვით მეორე გზაზე და მხოლოდ პირველზე ვილაპარაკოთ.
უწინარეს ყოვლისა, განვიხილოთ ადამიანთა ის სამი...
პლოტინი
პლოტინი (დაახლ. 204-270) - ნეოპლატონიზმის წარმომადგენელი ბერძენი ფილოსოფოსი, ვისმა მეტაფიზიკურმა ქმნილებებმა დიდი გავლენა იქონია წარმართ, ქრისტიან, მუსულმან და გნოსტიკოს მეტაფიზიკოსებსა და მისტიკოსებზე.