მახასიათებლები
- სათაური: დიალოგები
- ISBN კოდი:
- ავტორი: ჯაკომო ლეოპარდი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 137
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5538
- რეიტინგი: 3.0
სარჩევი
- მალამბრუნოსა და ფარფარელოს საუბარი
- ჰერაკლესა და ატლანტის საუბარი
- დედამიწისა და მთვარის საუბარი
- მოდისა და სიკვდილის საუბარი
- სილფისა და გნომის საუბარი
- ბუნებისა და სულის საუბარი
- პრომეთეს დავა
- ფიზიკოსისა და მეტაფიზიკოსის საუბარი
- ტორკვატო ტასოსა და მისი დემონის საუბარი
- ბუნების საუბარი ისლანდიელთან
- ფრედერიკ რეიშისა და მისი მუმიების საუბარი
- ქრისტეფორე კოლუმბისა და პედრო გუტიერესის საუბარი
- ტიმანდრესა და ელეანდრეს საუბარი
- კოპერნიკი
- პლოტინისა და პორფირიოსის საუბარი
- კალენდრების გამყიდველისა და გამვლელის საუბარი
- ტრისტანისა და მისი მეგობრის საუბარი
- ფილიპო ოტონიერის ღირსსახსოვარი სიტყვები
- განმარტებები
გადაფურცვლა
სარჩევი
მალამბრუნოსა და ფარფარელოს საუბარი
ჰერაკლესა და ატლანტის საუბარი
დედამიწისა და მთვარის საუბარი
მოდისა და სიკვდილის საუბარი
სილფისა და გნომის საუბარი
ბუნებისა და სულის საუბარი
პრომეთეს დავა
ფიზიკოსისა და მეტაფიზიკოსის საუბარი
ტორკვატო ტასოსა და მისი დემონის საუბარი
ბუნების საუბარი ისლანდიელთან
ფრედერიკ რეიშისა და მისი მუმიების საუბარი
ქრისტეფორე კოლუმბისა და პედრო გუტიერესის საუბარი
ტიმანდრესა და ელეანდრეს საუბარი
კოპერნიკი
პლოტინისა და პორფირიოსის საუბარი
კალენდრების გამყიდველისა და გამვლელის საუბარი
ტრისტანისა და მისი მეგობრის საუბარი
ფილიპო ოტონიერის ღირსსახსოვარი სიტყვები
განმარტებები
მალამბრუნოსა და ფარფარელოს საუბარი
მალამბრუნო. ეჰეი, ქვესკნელის სულნო, ფარფარელო, ჩირიატო, ასტაროტო, ალკინო, და რა ვიცი, კიდევ რა გქვიათ! მოგიხმობთ ბელზებელის[1] სახელით და გიბრძანებთ ჩემი ხელოვნების ძალით, რომელსაც შეუძლია ციდან ჩამოგლიჯოს მთვარე და ზესკნელის თაღს მიალურსმოს მზე, - ახლავე აქ გაჩნდეს ერთი თქვენგანი და თან იქონიოს თქვენივე მთავრის მიერ გაცემული უფლებამოსილება და იმის ნებართვა, რომ ჩემს სამსახურს მოახმაროს ჯოჯოხეთის მთელი ძალა.
ფარფარელო. აგერ გახლავარ.
მალამბრუნო. რა გქვია?
ფარფარელო. ფარფარელო. მიმსახურე, შენი ხმალი და ჩემი კისერი.
მალამბრუნო. ბელზებელის უფლებამოსილება თუ მოიტანე?
ფარფარელო. აი, აქა მაქვს. შენს სამსახურში მე შემიძლია მოვიმოქმედო ყველაფერი, რისი ძალიც შესწევს მხოლოდ მეფეს და, მაშასადამე, უფრო მეტი, ვიდრე ყველა სულიერს ერთად.
მალამბრუნო. კეთილი და პატიოსანი. ერთი სურვილი უნდა შემისრულო.
ფარფარელო. ბრძანე, რა გნებავს. გინდა ატრიდებზე[2] ცნობილი და სახელგანთქმული გახდე?
მალამბრუნო. არა.
ფარფარელო. იქნებ უფრო მეტი სიმდიდრე გსურს, ვიდრე იპოვნიან ქალაქ მანოაში[3], როდესაც მას აღმოაჩენენ?
მალამბრუნო....
ჯაკომო ლეოპარდი
ჯაკომო ტალდეგარდო ფრანჩესკო დი სალეს სავერიო პიეტრო ლეოპარდი (29.06.1798-14.06.1837) - იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი, ესეისტი და ფილოლოგი. მიჩნეულია მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ მოაზროვნედ. მისმა პოეზიამ უდიდესი გავლენა იქონია ევროპული კულტურის განვითარებაზე.