მახასიათებლები
- სათაური: ჯაყოს ხიზნები
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიხეილ ჯავახიშვილი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 5160
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
სარჩევი
ნაწილი პირველი
თავი I
თავი II
თავი III
თავი IV
თავი V
თავი VI
თავი VII
თავი VIII
თავი IX
ნაწილი მეორე
თავი I
თავი II
თავი III
თავი IV
თავი V
თავი VI
თავი VII
თავი VIII
თავი IX
ნაწილი მესამე
თავი I
თავი II
თავი III
თავი IV
თავი V
თავი VI
თავი VII
ნაწილი პირველი
I
- გამ...მმარჯვება, ჯაყო!
- ნათლია კნიაზს გახლავარ!
- კაცო, სადა ხარ, სად და...დდაიკარგე?
და ნათავადარი თეიმურაზ ხევისთავი ღიმილით და ხელგაშლით გადაეღობა თავის ნახიზნარსა და ნამოურავალს - ჯაყო ჯივაშვილს, რომელმაც ძველადვე ნაჩვევი ხელით ოსური ქუდი მარდად მოიშვლიპა, უცნაურად დაიჭიხვინა და თავისი ნაბატონევის ორივე ხელი, - დამდნარი, დონდლო და უძვლო ხელები ბუმბულზე გაზრდილ და წიგნებით შეჭმულ თეიმურაზ ხევისთავისა უმალვე თავის დათვურ თათში ჩაიმალა და ჩაიბღუჭა.
სალამის შემდგომ ბეცმა თეიმურაზმა ოდნავ უკან დაიხია. მარცხენა ხელით სათვალეები შეისწორა, მარჯვენა ხელის სალოკი თითი მაღლა ასწია, გოლიათ ოსს ქვევიდან აჰხედა და გაიკვირვა:
- საკ... კკკვირველია!.. საოც... ცცარია! როგორ გადიდებულხარ, ჯაყო, როგორ გასუქებულხარ!
ჯაყომ ცალის ხელით დოინჯი შემოიყარა, ცხენის კბილები გააელვა და დაიჭიხვინა:
- მაშ, მაშა! აგრე ვიცის ჯაყომა!
მისი ნაჭიხვინევი მთელმა ქუჩამ გაიგო. მავალებმა მოიხედეს, იმ ორ ადამიანს აჰხედ-დაჰხედეს და გაიღიმეს.
**
ჯაყო ჯივაშვილი ქალაქში შემოვარდნილ დათვს ჰგავდა. დედაბოძივით სქელი და გაჩაჩხული ფეხები ძლივს იმაგრებდნენ უშნოდ და ისე განივრად დადგმულ თეძოებსა და მხარ-ბეჭს, რომ ვიწრო ტროტუარი მარტო ჯაყოს ძლივს იტევდა.
რამდენიმე ნაჭრილობევით დასერილი თავი და პირსახე ისეთი შავის, ხშირისა და აბურძვნილის ჯაგრით ჰქონდა...
მიხეილ ჯავახიშვილი
მიხეილ ჯავახიშვილი (ნამდვილი გვარი ადამაშვილი) (20.11.1880-30.09.1937) - XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, ესსეისტი და პუბლიცისტი, 1921-1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საკუთარ შეხედულებათა გამო სტალინის რეპრესიული მანქანის მსხვერპლი გახდა.