მახასიათებლები
- სათაური: ჯორჯ ორუელის 1984
- ISBN კოდი:
- ავტორი: ერიხ ფრომი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 10
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3072
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
გადაფურცვლა
ჯორჯ ორუელის „1984″ გამოხატავს განწყობილებას. ეს წიგნი – გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო, გაფრთხილებით კი გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და მათთვისვე შეუმჩნევლად იქცევიან უსულო ავტომატებად.
უიმედობა ადამიანის მომავლის გამო მკვეთრ კონტრასტს ქმნის რწმენასთან, დასავლური აზრის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფუნდამენტურ თვისებასთან. დასავლურ აზროვნებას სწამს ადამიანური საზოგადოების პროგრესისა, ისევე როგორც მისი უნარის – ააშენოს მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიო. ამ რწმენას ფესვები გადგმული აქვს ბერძნულ და რომაულ აზროვნებაში, ისევე როგორც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მესიანურ აზრში. ძველაღთქმისეული ისტორიის ფილოსოფია მიიჩნევს, რომ ადამიანი იზრდება და თვითრეალიზდება ისტორიაში და, საბოლოოდ, ხდება ის, რასაც პოტენციურად წარმოადგენს. ამ კონცეფციით, ადამიანი სრულად ავითარებს აზროვნებისა და სიყვარულის მისეულ შესაძლებლობებს და შეიმეცნებს სამყაროს. ამ დროს იგი ერთიანია თავის მოყვასთან და ბუნებასთან, თუმცა, იმავდროულად, ინარჩუნებს თავის ინდივიდუალობასა და მთლიანობას. ადამიანის მიზანია სრული თავისუფლება და სამართლიანობა. წინასწარმეტყველებს სწამთ, რომ ყველა ცოდვისა და ცდომილების მიუხედავად, მესიის სახეში სიმბოლიზირებული „დღეთა დასასრული” გარადუვლად დადგება.
წინასწარმეტყველთა კონცეფცია ისტორიულია იმ აზრით, რომ სრულყოფილების მდგომარეობას ადამიანმა ისტორიულ დროში უნდა მიაღწიოს. ქრისტიანობამ ეს აზრი ზეისტორიულ, პირწმინდად სულიერ კატეგორიად აქცია, თუმცა უარი მაინც არ უთქვამს ურთიერთკავშირზე ზნეობრივ ნორმებსა და პოლიტიკას შორის. შუა საუკუნეების ბოლო პერიოდის ქრისტიანი მოაზროვნეები ხაზს უსვამდნენ, რომ, თუმცა „სასუფეველი” არ მოიაზრებოდა ისტორიულ დროში, საზოგადოებრივი წესრიგი მაინც შესატყვისობაში უნდა ყოფილიყო ქრისტიანობის სულიერ პრინციპებთან და ხორცი შეესხა მათთვის. ქრისტიანული სექტები (რეფორმაციამდეც...