მახასიათებლები
- სათაური: დოსტოევსკი
- ISBN კოდი:
- ავტორი: შტეფან ცვაიგ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 89
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2223
- რეიტინგი: 4.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
დოსტოევსკი;
გადაფურცვლა
„მუდამ რომ დაუსრულებელი ხარ,
ეგაა შენი სიდიადიე“
გოეთე
„დასავლურ აღმოსავლური დივანი“
ფრიად საძნელო, დიდი საპასუხისმგებლო საქმე გახლავთ თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკიზე ლაპარაკი, ღირსეული სიტყვის თქმა ჩვენი შინაგანი სამყაროსთვის მის მნიშვნელობაზე, რადგან სრულიად განსხვავებულ საზომს მოითხოვს ამ განუმეორებელი შემოქმედის ძალისა და სივრცის შეფასება.
ჭეშმარიტად თავსატეხი საქმეა ეს. სულ პირველად ასე გგონია: დასრულებულ ნაწარმოებს წაიკითხავ და მწერალს გაეცნობი, პოეტს შეიცნობ. არ ყოფილა თურმე ასე, რადგან შენს თვალწინ გადაიშლება ნამდვილი უსასრულობა, უკიდეგანო კოსმიური სამყარო, უცხო რამ თანავარსკვლავედებით მოჭედილი და უცხო რამ საპლანეტთაშორისო მუსიკალური ჰანგებით აღსავსე.
უძლურია ჩვენი გონება, ვერც ვერაოდეს ჩასწვდება იგი ბოლომდე ამ სამყაროს: მეტისმეტად უცხოა-მეთქი მისი პირველი გაცნობის მომაჯადოებელი სიძლიერე, უზომოდ ღრმაა მისი ნააზრევი, ფრიად უჩვეულო ამბებია მოთხრობილი. ამიტომაც გვეხამუშება ეს უცხო, არამშობლიური ზეცა. ვერაფერს გავუგებთ დოსტოევსკის, თუ შiნაგანად, მთელი არსებით არ განვიცადეთ იგი. ჯერ საკუთარი ძალები უნდა მოვსინჯოთ და გამოვწვრთნათ, შევიტყოთ, თუ რამდენად ძალგვიძს სხვისი დარდის გაზიარება, სხვისი თანაგრძნობის და ახლის ზეაღმატებული აღქმა: ფარული, ღრმა ფესვები უნდა გამოვჩხრიკოთ. ეგებ ამ გზით გავიგოთ მისი, ერთი შეხედვით ფანტასტიკური, სინამდვილეში კი საოცრად ალალი, საოცრად ჭეშმარიტი კაცთმოყვარეობა. მხოლოდ იქ-მეთქი, ჩვენი ყოფიერების ყველაზე ღრმად დაფარული, მარაdიული და უხვად განტოtვილი ფესვების იდუმალ სამფლობელოში თუ მივაკვლევთ დოსტოევსკის შეცნობის, გაგების უნარს. რადგან უცხო თვალს მეტისმეტად ეუცნაურება რუსული ლანდშაფტი: მწერლის სამშობლოს ტრამალებივით ჯერაც გაუკვალავია ეს სივრცე; თითქოს არაფერი საერთო არა აქვს მას ჩვენს სამყაროსთან!
თვალსაც კი არ ახარებს, აქ როდის-როდის ჩამოჰკრავს სულისმომთქმელი დასვენების ხანმოკლე წამი. გრძნობათა...
შტეფან ცვაიგ
შტეფან ცვაიგ (28.11.1881-22.02.1942) - ავსტრიელი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და ბიოგრაფი, 1920-30-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.