მახასიათებლები
- სათაური: ძველი აღთქმა. წიგნი VIII: რუთი
- ISBN კოდი:
- ავტორი: უცნობი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2025
- ენა: ქართული
- გვერდები: 4
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 13
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- თავი პირველი
- თავი მეორე
- თავი მესამე
- თავი მეოთხე
გადაფურცვლა
ძველი აღთქმა (წიგნი VIII: რუთი)
Παλαιά Διαθήκη (Βιβλίο VIII: Ρουθ)
სარჩევი
თავი პირველი
თავი მეორე
თავი მესამე
თავი მეოთხე
თავი პირველი
1. ეს მოხდა მსაჯულთა მსაჯულობის დროს, როცა ქვეყანაში შიმშილი იყო. წავიდა ერთი კაცი იუდას ბეთლემიდან მოაბის ველზე საცხოვრებლად თავისი ცოლითა და ორი ვაჟითურთ.
2. კაცს ერქვა ელიმელექი, მის ცოლს ნაყომი; ვაჟებს მახლონი და ქილიონი. ეფრათელნი იყვნენ, იუდას ბეთლემიდან. მივიდნენ მოაბის ველზე და იყვნენ იქ.
3. მოკვდა ელიმელექი, ნაყომის ქმარი, და დარჩა დედაკაცი თავისი ორი ვაჟით.
4. მოიყვანეს ვაჟებმა ცოლად მოაბელი ქალები. ერთის სახელი იყო ყორფა, მეორისა - რუთი. და ცხოვრობდნენ იქ ათიოდე წელი.
5. დაიხოცნენ ეს ორნიც - მახლონი და ქილიონი, და დარჩა დედაკაცი უშვილოდ. და უქმროდ.
6. ადგა და დაბრუნდა თავისი რძლებითურთ მოაბის ველიდან, რადგან შეიტყო მოაბის ველზე, რომ მოხედა უფალმა თავის ერს და მისცა პური.
7. გავიდა თავის ორ რძალთან ერთად იმ ადგილიდან, სადაც ცხოვრობდა, და იუდას ქვეყნისაკენ დაადგა გზას.
8. უთხრა ნაყომიმ თავის ორ რძალს: წადით, დაბრუნდით თქვენ-თქვენი დედის სახლში. სიკეთით გადაგიხადოთ უფალმა თქვენი ამაგი გარდაცვლილებზე და ჩემზე.
9. უფალმა გაპოვნინოს ორთავეს მყუდრო ცხოვრება თქვენ-თქვენი ქმრების ხლში. და გადაკოცნა ისინი. მათ კი ხმამაღალი ტირილი დაიწყეს.
10. უთხრეს მას: წამოგყვებით შენს ხალხთან.
11. უთხრა ნაყომიმ: გაბრუნდით, შვილებო, რისთვის უნდა წამომყვეთ? განა კიდევ მყავს მუცელში ვაჟები, რომ ქმრებად გაგიხდნენ?
12. გაბრუნდით, შვილებო, წადით! დავბერდი, აღარ მეყოლება ქმარი. კიდეც რომ მქონდეს იმედი, კიდეც რომ ვიქნე ამაღამ ქმართან და ვშობო ვაჟები,
13. განა თქვენ დაელოდებით მათ დაზრდას? განა უარს იტყვით გათხოვებაზე? არა, შვილებო, ძალზე მენანებით, რადგან მომწვდა მე უფლის ხელი.
14. კვლავ ხმამაღალი ტირილი დაიწყეს. გადაკოცნა ყორფამ დედამთილი, რუთი კი მიეკრო მას.
15. უთხრა: ხედავ, უბრუნდება შენი რძალი თავის ხალხსა...