მახასიათებლები
- სათაური: ენესიდემუსის რეცენზია
- ISBN კოდი:
- ავტორი: იოჰან გოტლიბ ფიხტე
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2018
- ენა: ქართული
- გვერდები: 14
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1729
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
ენესიდემუსის რეცენზია;
განმარტებები;
გადაფურცვლა
იოჰან გოტლიბ ფიხტე - ენესიდემუსის რეცენზია
Johann Gottlieb Fichte - Rezension des Aenesidemus
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნოდარ ნათაძეს
iBooks© 2018 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ენესიდემუსის რეცენზია
განმარტებები
ანუ ბატონ პროფესორ რაინჰოლდის მიერ იენაში წაკითხული ელემენტარული ფილოსოფიის შესახებ. სკეპტიციზმის დაცვითურთ გონების კრიტიკის მხრით თავდასხმისაგან. 1772
თუკი უეჭველია, რომ ყოველსავე შესამჩნევ წინსვლას, რაც კი ოდესმე ჰქონია, მოფილოსოფოსე გონება უმადლის სკეპტიციზმის შენიშვნებს მის მიერ ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მიღწეული პოზიციის არასაიმედობის თაობაზე; თუ იგივე ითქმის, განსაკუთრებით, ფილოსოფიის იმ უკანასკნელ შესანიშნავ ნაბიჯზე, რომელიც მას გონების კრიტიკულმა მოხმარებამ გადაადგმევინა ამ მოხმარების დიადი აღმომჩენის ხელში; თუ, მიუხედავად ამისა, ის გარემოება, რომ ახალი ფილოსოფიის მეგობრებიც კი მით უფრო ეთიშებიან ერთმანეთს, რაც უფრო წინ მიიწევენ თავიანთ კვლევა-ძიებაში, საქმეში ჩაუხედავ მაყურებლებს ამ აზრს აღუძრავს, გონებას დღესაც კი ვერ განუხორციელებია თავისი დიდი მიზანი - ფილოსოფიის, როგორც მეცნიერების, შექმნა, რაც უნდა ახლოს იყოს ამ მიზანთან მოსულიო, მაშინ იმაზე უფრო სასურველი არა ყოფილა რა, რომ სკეპტიციზმმაც თავისი საქმე დააგვირგვინოს და მაძიებელი გონება მის მაღალ მიზნამდე მიყვანოს; რომ, ამდენი ხნის შემდეგ, როცა ყველას ჰგონია, სკეპტიციზმს თავისი დანარჩენი პრეტენზიები...