მახასიათებლები
- სათაური: ერთობლივი ბოდვა
- ISBN კოდი:
- ავტორი: ეჟენ იონესკო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 13
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 922
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
ეჟენ იონესკო - ერთობლივი ბოდვა
Eugene Ionesco - Delire a deux
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ქართველს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
მოქმედი პირები:
ქალი
მამაკაცი
ჯარისკაცი
მეზობლები
არაფრით გამორჩეული ოთახი. სკამები, მაგიდები, ტუალეტის მაგიდა; სცენის სიღრმეში - ფანჯარა; მარჯვნივ და მარცხნივ კარებია. ქალი მარცხენა კარის შორიახლოს იკაზმება. მამაკაცი არცთუ ცხადი გაღიზიანებით დადის ოთახში, ხელები ზურგზე აქვს დაწყობილი, ჭერს არის მიჩერებული, თითქოს ბუზის ფრენის ტრაექტორიას ადევნებს თვალს. ქუჩიდან ხმაური მოისმის, შემზარავი შეძახილები, სროლა. პირველი სამოცი წამის განმავლობაში სიჩუმეა - მამაკაცი ოთახში დადის, ქალი იკაზმება. მამაკაცს საკმაოდ უსუფთაო ხალათი აცვია. ქალის ხალათი კოკეტის წარსულზე მეტყველებს. მამაკაცი გაუპარსავია; არც ერთი აღარ არის ახალგაზრდა.
ქალი. შენ მე დიდებულ ცხოვრებას მპირდებოდი! სად არის? მე კი შენი თვალების გამო ქმარს დავშორდი! ღმერთო, რა ბრიყვი და რომანტიული ვიყავი! ჩემი ქმარი ასჯერ გჯობდა შენ, მაცდურო! შენსავით უგნურად კი არ მეკამათებოდა!
მამაკაცი. განგებ ხომ არ მიქნია ასე. შენ სისულელეს როშავ და მეც გეწინააღმდეგები. ჭეშმარიტება ჩემი ვნებაა.
ქალი. რა შუაშია ჭეშმარიტება? გეუბნები: არანაირი განსხვავება არ არის. ესაა მთელი ჭეშმარიტება. კუ და ლოკოკინა - ერთი და იგივეა.
მამაკაცი. არა, ეს განსხვავებული ცხოველებია.
ქალი....