მახასიათებლები
- სათაური: ესპანეთის თანამედროვე მარაზმისათვის
- ISBN კოდი:
- ავტორი: მიგელ დე უნამუნო
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 19
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1677
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
საავტორო უფლება;
ესპანეთის თანამედროვე მარაზმისათვის;
სხვა წიგნები;
გადაფურცვლა
ჩემი ქვეყნის მიწა-წყალზე რომ დავეხეტებოდი, სულ იმას ვფიქრობდი, ეგებ სადმე ეროვნულ დვრიტას მივაკვლიო-მეთქი, მაგრამ, რაც უფრო თავგამოდებით ვეძიებდი წმინდა ეროვნულსა და ტრადიციულს, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რა ამაო იყო ჩემი გარჯა, ამ მუდმივად ცვალებად ხალხსა და მის კულტურაში თვითმყოფადისა და შეძენილის ერთმანეთისაგან გარჩევას რომ ვლამობდი. გარემოსთან შერწყმა-შეთვისების ისეთი უნარი გააჩნია ადამიანს, იმდენად ურთიერთგანპირობებულია მისი მოქმედებები და უკუმოქმედებები თუ კავშირები სამყაროსთან, რომ მართლაც დახლართულ ლაბირინთში ამოყოფ თავს, თუკი ეცდები და ერთი რომელიმე ადამიანის ანდა მთელი ხალხის ნიშანდობლივი თვისებების დადგენას მოინდომებ. მით უმეტეს, რომ მათი ცხოვრების ერთი წუთი მეორეს არა ჰგავს.
ამის მიუხედავად, მე მაინც ვცადე ასე თუ ისე დამეხასიათებინა ჩვენი თვითმყოფადობის არსი, გამერკვია, რანაირად შეძლო კასტილიელმა ერმა მისტიკაში თავისი ხასიათის სხვადასხვაობაზე მაღლა დამდგარიყო და მასში განსახიერებულიყო; რანაირად აღამაღლა რენესანსის ეპოქამ მაესტრო ლეონი[1]. სულის თავისუფლების ჭეშმარიტ მოძღვრებამდე, რომელსაც თვითჩაღრმავებისა და სამყაროსგან მოწყვეტის ინკვიზიტორულმა ტალღამ გადაუარა. ახლა კი ამ თვითჩაღრმავებისა და ეროვნულ ნიჟარაში ჩაკეტვის შედეგები განვიხილოთ.
ესპანეთის საზოგადოება ღრმა კრიზისს განიცდის; ამ საზოგადოების წიაღში ხდება შიდა შეთანხმებები, თანამდებობის პირთა ხშირი გადანაცვლება-გადმონაცვლება, ამას ემატება დაყოფა-დაქუცმაცებისაკენ ჩვენი მიდრეკილება და ბოლოს, ყოველივე ეს უიმედო მარაზმითაა დაღდასმული; ასეთი კრიზისის ვითარებაში მხოლოდ ჭეშმარიტ ეროვნულ ხასიათს შეეძლო დაძაბუნებულ ერში გაეძლო და კიდეც გამოვლენილიყო, თუმცა არცთუ ცოტანი არიან უკვე ხრწნის სტადიაში.
ჯერ ისევ ძალაშია ადრინდელი მეომრულ-მბრძანებლური სულისკვეთება, ოღონდ ეს კია, ჩვენი საზოგადოება დღესდღეობით ისე ცხოვრობს, ვითარცა ჯარისკაცი ყაზარმაში ანდა ვითარცა დონ კიხოტი, რომელიც თავისი მეკუჭნავისა და დისშვილის წყალობით ვითომდა ბრძენი ფესტონის...
მიგელ დე უნამუნო
მიგელ დე უნამუნო (29.09.1864-31.12.1936) - ესპანელი ფილოსოფოსი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი და ესსეისტი; ბერძნული და კლასიკური ლიტერატურის პროფესორი, სალამანკას უნივერსიტეტის რექტორი.