წინასიტყვაობა
I. ანტიური და ქრისტიანული ეთიკა
II. განათლების საუკუნის ეთიკა
III. კანტის ეთიკა
IV. დარვინიზმის ეთიკა
V. მარქსიზმის ეთიკა
კარლ კაუცკი - ეთიკა და ისტორიის მატერიალისტური შემეცნება
Karl Kautsky - Ethik und materialistische Geschichtsauffassung
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის გ. შილაკაძეს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
წინასიტყვაობა
I. ანტიური და ქრისტიანული ეთიკა
II. განათლების საუკუნის ეთიკა
III. კანტის ეთიკა
IV. დარვინიზმის ეთიკა
V. მარქსიზმის ეთიკა
წინასიტყვაობა
ზოგიერთ სხვა მარქსისტულ თხზულებათა მსგავსად ეს შრომა შემთხვევითია, პოლემიკის ნაყოფი. კამათმა, რომელიც მე გასული წლის სექტემბერში „Vorwärts“-ის რედაქციის მაშინდელ უმეტესობასთან გავმართე, მაიძულა ამ უმეტესობის „ეთიკურ ტენდენციებსაც“ შევხებოდი. ჩემს დასკვნებს ამ კითხვის შესახებ ერთი მხრით ისე ყალბათ ხსნიდენ, ხოლო მეორე მხრით ამ დასკვნებმა იმდენ მოთხოვნათა წამოყენება გამოიწვიეს ჩემს მიმართ, რათა მე ეთიკაზე თავისი შეხედულება უფრო ვრცლათა და სისტემატიურათ გამომეთქვა, რომ იძულებული შევიქენი ეთიკის განვითარება ისტორიის მატერიალისტური გაგების თვალსაზრისით მოკლეთ მაინც გამეშუქებია. ამასთან მე ვემყარები იმ მატერიალისტურ ფილოსოფიას, რომელიც, ერთის მხრით, მარქსმა და ენგელსმა, ხოლო მეორეს მხრით, თუმცა სხვა მანერაზე, მაგრამ იმავე აზრით - იოსებ დიცგენმა დაასაბუთა. დასკვნებში კი, რომლებსაც მე მივაღწიე, საკუთრად მე ვარ პასუხისმგებელი.
ჩემი პირვანდელი განზრახვა იყო მხოლოდ „Neue Zeit“-ისთვის წერილი ამ...