მახასიათებლები
- სათაური: ფანტასტიური ღამე
- ISBN კოდი:
- ავტორი: შტეფან ცვაიგ
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2020
- ენა: ქართული
- გვერდები: 29
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 1013
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
შტეფან ცვაიგ - ფანტასტიური ღამე
Stefan Zweig - Phantastische Nacht
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ნონა კალანდარიშვილს
iBooks© 2020 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერი ბარონ ფრიდრიხ მიხაელ ფონ რ...-ს საწერი მაგიდის უჯრაში, დაბეჭდილ კონვერტში იპოვეს, როცა იგი, დრაგუნთა ასეულის თადარიგის ობერლეიტენანტი, 1914 წლის შემოდგომაზე რავა-რუსკასთან ბრძოლაში დაეცა. განსვენებულის ნათესავები ერთი თვალის გადავლებით მიხვდნენ, რომ იგი მხოლოდ ლიტერატურული ცდა უნდა ყოფილიყო; მთხოვეს, გავცნობოდი და თუკი საჭიროდ დავინახავდი, გამომექვეყნებინა კიდეც.
მე კი დიდად გააზრებულ მოთხრობად არა, მაგრამ მეტისმეტად გულალალ აღსარებად მიმაჩნია განსვენებულისა და სრულიად შეულამაზებლად გადმოგცემთ.
ამ დილით რატომღაც მომინდა, მე თვითონვე აღმეწერა იმ ფანტასტიკური ღამის ამბები სრულის თანმიმდევრობით, რათა გავრკვეულიყავ მათში. ამ წუთიდან დაუოკებელი სურვილი დამეუფლა, აღვწერო ჩემი თავგადასავალი, თუმცა დიდად ვეჭვობ, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ის უჩვეულო ამბები, რაც თავს გადამხდა. ბუნებას ხელოვნის ნიჭით არ დავუჯილდოვებივარ, არც კალამი მიცდია ლიტერატურაში, თუ რამდენიმე სახუმარო მოთხრობას არ ჩავთვლით, სკოლაში რომ ვწერდი. მაგალითად, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც სწორად შეუფარდებს ერთმანეთს გარეგან მოვლენებს და მათგან გამოწვეული გრძნობებისა და აზრების აღწერას. მე ვეკითხები საკუთარ თავს, შემიძლია...
შტეფან ცვაიგ
შტეფან ცვაიგ (28.11.1881-22.02.1942) - ავსტრიელი ნოველისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი და ბიოგრაფი, 1920-30-იანი წლების მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტორი.