მახასიათებლები
- სათაური: ფარენჰეიტი 451
- ISBN კოდი:
- ავტორი: რეი ბრედბერი
- გამომცემელი: iBooks
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 116
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3225
- რეიტინგი: 4.7
სარჩევი
ნაწილი პირველი
ცეცხლი და „სალამანდრა;
ნაწილი მეორე
ცხრილი და ქვიშა;
ნაწილი მესამე
ცეცხლის ზეიმი;
გადაფურცვლა
რეი ბრედბერი - ფარენჰეიტი 451
Ray Bradbury - Fahrenheit 451
ქვეყნდება შპს iBooks-ის მიერ
ვაჟა-ფშაველას მე-3 კვ., მე-7 კ.
0186 თბილისი, საქართველო
www. iBooks.ge
ქართული თარგმანი ეკუთვნის ანდუყაფარ ჭეიშვილს.
iBooks© 2017 ყველა უფლება დაცულია.
მოცემული პუბლიკაციის არც ერთი ნაწილი არ შეიძლება იქნას რეპროდუცირებული, გავრცელებული ან გადაცემული ნებისმიერი ფორმითა და ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ელექტრონული, მექანიკური, კოპირების, სკანირების, ჩაწერის ან რაიმე სხვა გზით გამომცემლის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. გამოქვეყნების უფლების შესახებ გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე: info@iBooks.ge
სარჩევი
ნაწილი პირველი
ცეცხლი და „სალამანდრა
ნაწილი მეორე
ცხრილი და ქვიშა
ნაწილი მესამე
ცეცხლის ზეიმი
ხაზიან ქაღალდს თუ მოგცემენ,
შეაბრუნე და გარდიგარდმო დაწერე.
ხუან რამონ ხიმენესი[1]
ნაწილი პირველი
ცეცხლი და „სალამანდრა[2]“
ხანძრის გაჩენა მთელი ნეტარება იყო! განსაკუთრებულ სიამოვნებას კი მაშინ გრძნობდა, როცა ხედავდა, თუ როგორ შთანთქავდა, რუჯავდა და სახეს უცვლიდა ალი ნივთებს. აი ახლაც, ბრინჯაოს ცეცხლმფრქვევი ჩაუბღუჯავს ხელში და შხამიანი ნავთით რწყავს ქვეყნიერებას. სისხლი საფეთქლებს აწვება, ხელები კი ისტორიის დაფლეთილი ფურცლებისა და დანახშირებული ნანგრევების საბოლოოდ დაფერფვლისა და დაბუგვის სიმფონიებს დირიჟორობს. ჯიუტ შუბლს მუზარადი უფარავს, რომელსაც სიმბოლური ციფრი „451“ აწერია. თვალებში ნარინჯისფერი ცეცხლი უელავს, რადგან იცის, რომ ახლა რაღაც მოხდება. მართლაც თითის ერთი დაჭერა ცეცხლმფრქვევზე - და სახლი ხარბი ალის ხახაში ექცევა. საღამოს ზეცა მაშინვე წითლად, ყვითლად და შავად იფერება. მეხანძრე კი ფართოდ დაალაჯებს ციცინათელების გუნდში და იმ ბავშვივითაა გახარებული, რომელიც აპირებს ჯოხზე წამოცმული შაქარყინული შედოს ღუმელში. ამასობაში კი...
რეი ბრედბერი
რეი დუგლას ბრედბერი (22.08.1920-05.06.2012) - ამერიკელი მწერალი, რომელიც ფანტასტიკის, სოციალური ფიქციის, საშინელებათა და დეტექტივის ჟანრში მოღვაწეობდა. წარმოადგენს ამ მიმართულებათა ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ავტორს.