ართურ შნიცლერის პიესა "ფერხული" ათი ეროტიული დიალოგისგან შედგება, რომლებშიც ვნება, ძალაუფლება, იმედგაცრუება და სიყვარულის ჟინია აღწერილი. პიესის მონაწილეები არიან ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები, პროლეტარიატიდან არისტოკრატიამდე.
"ფერხულის" პრემიერა 1920 წლის 23 დეკემბერს შედგა ბერლინის თეატრში Kleines Schauspielhaus და მყისვე უდიდეს სკანდალად მოინათლა. ქართულად ქვეყნდება პირველად.
ართურ შნიცლერი (15.05.1862-21.10.1931) - ავსტრიელი ექიმი, მწერალი და დრამატურგი. ითვლება ვენის მოდერნიზმის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად.