მახასიათებლები
- სათაური: მოთხრობები (ნაწილი I)
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფიოდორ დოსტოევსკი
- გამომცემელი: Anatoly
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3247
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
- ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
- თეთრი ღამეები
- თვინიერი
- უგვანო ანეკდოტი
- ბატონი პროხარჩინი
გადაფურცვლა
სარჩევი
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
თეთრი ღამეები
თვინიერი
უგვანო ანეკდოტი
ბატონი პროხარჩინი
ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე
I
ბიჭი "პატარა ხელით"
ბავშვები უცნაური ხალხია.
ისინი მუდამ მესიზმრებიან და მელანდებიან. საშობაო ნაძვის ხის მორთვამდე, შობის დღესასწაულის დადგომამდე ნაცნობი ქუჩის კუთხეში მუდამ ვხვდებოდი შვიდიოდე წლის ბიჭუნას. საშინელ ყინვაში მას თითქმის საზაფხულოდ ეცვა, მხოლოდ კისერზე მოეხვია რაღაც ძველმანი, ნიშანი იმისა, რომ გამოშვებამდე მასზე ვიღაცამ იზრუნა. ბიჭი დადიოდა “პატარა ხელით”. ეს მახასიათებელი ტერმინი, რომელიც მოწყალების თხოვნას ნიშნავს, თვით მაწანწალა ბავშვებმა მოიგონეს. ქუჩაში ამ ბიჭის მსგავსს ბევრს წააწყდებით, ისინი თქვენს ირგვლივაც დაძრწიან და რაღაც გაზეპირებულ სიტყვებს გაიძახიან. თუმცა ეს ბიჭი ყველასგან განსხვავდებოდა, ლაპარაკით არავის აწუხებდა, მისი ყოველი სიტყვა უმანკოდ და უჩვეოლოდ ჟღერდა, თან ნდობით სავსე თვალებით შემომცქეროდა.
შესაძლოა პროფესიას ის-ის იყო ითვისებდა. როცა მის შესახებ ვკითხე, მიპასუხა, რომ უმუშევარი და ავადმყოფი და ჰყავდა. იქნებ ასეც იყო, მაგრამ მოგვიანებით შევიტყვე, რომ უამრავი ასეთი ბიჭი დაიარება. მათ აუტანელ ყინვაშიც კი “პატარა ხელით” ქუჩაში აგდებენ და თუ ვერაფერს შეუგროვებენ, დაბრუნებულს სასტიკად სცემენ. ბიჭი ნამათხოვრები კაპიკებითა და ყინვისაგან აწითლებული ხელებით რომელიღაც სარდაფში ბრუნდება, სადაც თავზეხელაღებულთა ბრბო ლოთობს. ეს ის ხალხია, რომელიც შაბათს, კვირადღის წინ გაფიცვას აწყობს, სამუშაოზე კი ოთხშაბათ საღამომდე აღარ ბრუნდება. მათთან ერთად მათი მშიერი, ნაცემი ცოლები ლოთობენ, იქვე შიმშილით დაოსებული ჩვილები ტირიან.
არაყი, სიბინძურე, გარყვნილება - უმთავარესი მაინც არაყია იქ. ამგვარია მათი ცხოვრების წესი. ბიჭუნას დაბრუნებისთანავე თავისი შეგროვებული კაპიკებით ღვინის მოსატანად დუქანში აგზავნიან. ზოგჯერ კი თავზეხელაღებულები მასაც...
ფიოდორ დოსტოევსკი
თედორე მიხეილის ძე დოსტოევსკი (დ. 30 ოქტომბერი/11 ნოემბერი, 1821, მოსკოვი - გ. 28 იანვარი/9 თებერვალი, 1881, პეტერბურგი) - რუსი რომანისტი, მწერალი და ესეისტი. დოსტოევსკის ნაშრომებს შორისაა თერთმეტი რომანი, სამი ნოველა, ჩვიდმეტი მოთხრობა და სამი ესე. ლიტერატურის მრავალი კრიტიკოსის მიერ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიადეს და გამოჩენილ ფსიქოლოგად.