მახასიათებლები
- სათაური: ფიცი
- ISBN კოდი:
- ავტორი: პლატონ
- გამომცემელი: პლატონ მამარდაშვილი
- გამოცემის თარიღი: 2012
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 162
- რეიტინგი: 5.0
გადაფურცვლა
'' ლ ე ჩ ხ უ მ ე ლ ი ,,
ფ ი ც ი
ა ფ ხ ა ზ ე თ ი
„აფხაზეთი“ – საქართველოს მკვიდრი ნაწილია. I–II საუკუნეებიდან აფხაზეთად იწოდებოდა დასავლეთ საქართველოს ერთიანი ეგრისის სამეფოს ჩრდილო დასავლეთი ტერიტორია, ანაკოფიიდან (დღევანდელი ახალი ათონი) ნიკოფსიამდე (დღევანდელი ტუაფსეს მიდამოები) .
„აფხაზი“ – ამ ეპოქიდან აფხაზეთში მცხოვრებ მეგრელს დაერქვა აფხაზი. ისევე, როგორც ლაზიკაში მეგრელს ჰქვია ლაზი. იმერეთში – იმერელი. რაჭაში –რაჭველი, გურიაში –გურული, აჭარაში – აჭარელი და ისტორიული აფხაზი, როგორც მეგრელი ტერიტორიული ჯგუფის წარმომადგენელი ჭეშმარიტი ქართველი იყო.
„თანამედროვე აფხაზი“ – დღევანდელი აფხაზების 88-90% ისტორიული ქართველი აფხაზების შთამომავლები არიან, ხოლო 10-12% ბოლო ორი– სამი საუკუნის მანძილზე აფხაზეთში ჩამოსული ჩრდილო კავკასიელების, ჩერქეზების, ადიღეების, ყაბარდოელების, ყალყარების, და ა.შ. მემკვიდრეები.
ფაქტობრივად, დღევანდელი აფხაზებიც ეთნიკურად ქართველები არიან და უმნიშვნელო რაოდენობა უცხოელები რეალურად ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს აფხაზეთის ეთნიკურ სიტუაციაზე.
„აფხაზეთის ტრაგედია“ – ყველაზე საშინელი მოვლენა საქართველოს ისტორიაში.
საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის უცხო არ არის ამაზრზენი ტრაგედიები, ტერიტორიების დაკარგვა და მკვიდრი მოსახლეობის მოწყვეტა, მაგრამ რაც მოხდა აფხაზეთში, ეს უპრეცედენტო მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში.
მართალია, სამაჩაბლოშიც, დღევანდელ „სამხრეთ ოსეთშიც“ მოხდა ტრაგედია, მაგრამ აფხაზეთის ტრაგედია , იმითაც იყო შემზარავი, რომ ორივე მხარეს ფაქტობრივად ქართული სისხლი იღვრებოდა და ამ მოვლენას ვერც ერთი მხარე ვერ აცნობიერებდა.
მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურმა პრობლემამ უდიდესი ეროვნული
მნიშვნელობა შეიძინა, ხალხმა დღესაც არ იცის სიმართლე აფხაზეთზე, მაშინ, როდესაც, დღევანდელი აფხაზების უმრავლესობას, დაახლოებით 80%–ს ქართული წარმომავლობა აქვს!
ამის გამართლება შეუძლებელია! ქ რ ო ნ ი კ ა
1989 წლის...