მახასიათებლები
- სათაური: მზის ნამცვრევი ცივ წყალში
- ISBN კოდი:
- ავტორი: ფრანსუაზ საგან
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2017
- ენა: ქართული
- გვერდები: 103
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 3757
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მზის ნამცვრევი ცივ წყალში;
რეკომენდებული წიგნები;
გადაფურცვლა
და მე მას ვხედავ, მე მას ვკარგავ და სევდა მიპყრობს,
და სევდა იგი ჰგავს ცივ წყალში ჩახშირებულ მზეს.
პოლ ელუარი
პირველი ნაწილი
პარიზი
თავი I
ასეთი რამ ახლა თითქმის ყოველდღე ემართებოდა. მხოლოდ მაშინ აღარ ამძიმებდა საკუთარი „მე“, როცა წინადღით გამომთვრალი მეორე დილას აბაზანაში წყლის გადასავლებად გაბრუებული უაზროდ წავიდოდა, ასევე უაზროდ ჩაიცვამდა ტანთ და დაღლას იგრძნობდა. თუმცა უფრო ხშირად უარეს დღეშიაც იყო; გარიჟრაჟზე გაეღვიძებოდა თუ არა, გულს ბაგაბუგი გაჰქონდა იმის შიშით, რასაც სხვა სახელს ვერც დაარქმევდა, თუ არ ცხოვრების შიშს - და დღევანდელი დღის გოლგოთა დაიწყებოდა. გულგახეთქილი ამაოდ ცდილობდა დაეძინა, ან ჩაეთვლიმა. საწოლზე ჩამომჯდარი ანგარიშმიუცემლად დასწვდებოდა მინერალური წყლის ბოთლს, გადაჰკრავდა ერთ ყლუპ უგემურ, თბილ, საზიზღარ სითხეს, - ისეთსავე საზიზღარს, როგორიც მთელი თავისი ცხოვრება წარმოედგინა უკანასკნელი სამი თვის მანძილზე. „ეს რა მემართება, რა?“ - სასოწარკვეთით, გაშმაგებით ეკითხებოდა საკუთარ თავს, რადგან იგი ზედმიწევნით თავმოყვარე იყო. და თუმცა თავად ხშირად უნახავს, როგორ შეჰყრიათ ნერვული დეპრესია მისთვის დიახაც პატივსაცემ ადამიანებს, მსგავსი რამ მაინც ისე შეურაცხყოფდა, როგორც ყბაში გარტყმული სილა. სიჭაბუკის ხანს არასოდეს ჩაუხედავს საკუთარი სულის სიღრმეში, მისთვის სავსებით საკმარისი იყო ცხოვრების ზერელე მხარენი, ხოლო როცა ჩაიხედა და დაინახა, რა უსუსური, ჯაბანი და გულფიცხი გამხდარიყო, ცრუმორწმუნე შიში იგრძნო. ნუთუ ეს ოცდათხუთმეტი წლის მამაკაცი, გამთენიისას რომ წამოჯდება საწოლზე და ყოვლად უმიზეზოდ ნერვულად კანკალებს, თვითონ არის? ნუთუ აქამდე მიიყვანა სამი ათეული წლის უდარდელმა, ლხენით აღსავსე ცხოვრებამ, რომელსაც იშვიათად თუ დაბინდავდა სატრფიალო ნაღველი? მან თავი ბალიშში ჩარგო და ლოყით მიეკრა, თითქოს ბალიშს უნდა ეჩუქებინა მისთვის ნეტარი ძილი. თვალი მაინც ვერა და ვერ მილულა. დროდადრო შეაციებდა და ერთიანად საბანში გაეხვეოდა. ხან კი სიცხისაგან სული...
ფრანსუაზ საგან
ფრანსუაზ საგან (დაბ. ფრანსუაზ კუარე; 21.06.1935-24.09.2004) - ფრანგი მწერალი, დრამატურგი და სცენარისტი, ცნობილი რომანტიული თემებით; მონაკოს პრინცის 1985 წლის პრემიის მფლობელი ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის.