ფრენსის მაკომბერი მეუღლე მარგარიტთან ერთად აფრიკაში საფარიზე იმყოფება. მათ პროფესიონალი მონადირე უილსონი ეხმარება. ლომზე ნადირობისას ფრენსისი სიმხდალეს გამოიჩენს და „კურდღელივით გამოიქცევა“. სირცხვილის მოწმენდას იგი მეორე დღეს, კამეჩებზე ნადირობისას ცდილობს. მოვლენები მოულოდნელად და საინტერესოდ ვითარდება. ერთი კონკრეტული ნადირობის მეშვეობით ჰემინგუეი ღრმა ფილოსოფიურ შეხედულებას გადმოგვცემს ცხოვრებისა და მასში ბედნიერბის წვდომის შესახებ. ესაა ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა. გამოქვეყნებულია 1936 წელს ჟურნალში „კოსმოპოლიტენ“.
ერნესთ ჰემინგუეი (21.07.1899-02.07.1961) - ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსი. რომანებისა და მოთხრობების ავტორი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი. ლიტერატურის ჟანრში ნობელის პრემიის 1954 წლის ლაურეატი. მისმა მწერლურმა სტილმა დიდი გავლენა იქონია მე-20 საუკუნის პროზაზე.