მახასიათებლები
- სათაური: გაფიქრება
- ISBN კოდი:
- ავტორი: ბოკო
- გამომცემელი: ბოკო ჭიღლაძე
- გამოცემის თარიღი: 2014
- ენა: ქართული
- გვერდები:
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2610
- რეიტინგი: 5.0
სარჩევი
მწერლის გასაღები;
გაფიქრება;
მთა;
ფერისცვალება;
საბედისწერო შეხვედრა;
ვაჟას ტკივილი;
სამზადისი;
დასასრულის დასაწყისი;
გრძნობა, როგორც ბორკილი;
იცხოვრე ხვალინდელი დღით;
ჩვენ;
გადაფურცვლა
სარჩევი
მწერლის გასაღები
გაფიქრება
მთა
ფერისცვალება
საბედისწერო შეხვედრა
ვაჟას ტკივილი
სამზადისი
დასასრულის დასაწყისი
გრძნობა, როგორც ბორკილი
იცხოვრე ხვალინდელი დღით
ჩვენ
მწერლის გასაღები
იზოფომატე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გახლდათ. საკუთარი სახლებიც ბევრი იყო და კორპუსებიც. ქალაქს თითქოს გამორჩეული არაფერი ჰქონოდა. მზიან ამინდში კი მასზე შთამბეჭდავსა და თვალისმომჭრელს ვერაფერს ნახავდით. შემიძლია დავიფიცო კიდეც. იზოფომატე ქვეყნის ცენტრში მდებარეობდა. მართალია ქალაქი ზღვისპირა არ ყოფილა, მაგრამ აქ ერთხელ მაინც თუ მოხვდებოდით, ზღვის სიახლოვესაც იგრძნობდით. წარმოიდგენდით ზვირთებს, რომელიც თქვენს უკან არის და ლამისაა ჩაგსანსლოთ. დასახლებული ადგილი ღამით ლამპიონებით გაჩახჩახებულიყო. იშვიათად მოიძებნებოდა ბნელი ადგილი. კიდევ უფრო იშვიათი იყო ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც წყვდიადისაკენ მიისწრაფვოდა. უნდა ვაღიარო, მთვარის შუქზე ქალაქის ქუჩებში სიარულს არაფერი სჯობდა. ცის კაბადონს შეხედავდი და ღრუბლებით შემორტყმულ დისკოს დაინახავდი. ღრუბლებს რომლის უკანა მხარე ღია ყვითელი იყო, წინა კი თალხი. საოცრებაა, მთვარესთან შეხებასაც კი ვერ ბედავდნენ. განზე გამდგარიყვნენ და შესაფერის მომენტს ელოდებოდნენ. მომენტს, რომელიც არა და არ დგებოდა...
ხალხს რაც შეეხება, არც ისინი გამოირჩეოდნენ ორიგინალურობით. შეხვდებოდით ყველანაირ ადამიანს: მორწმუნესს, ურწმუნოს, ნაკითხს, უვიცს, მომღერალს, მსახიობს, მოცეკვავეს, გიჟს, დალაგებულს, კრიმინალს, მწერალს და ასე შემდეგ. განა სხვა ქალაქში ასეთი პროფესიები არ არსებობს?! არსებობს, თუმცა იზოფომატეში ყველაფრის მიღწევა რთულია. კიდევ რაზეც ყურადღება მინდა გავამახვილო არის ის, რომ ქუჩებს სახელწოდებები არ აქვს. თითქმის ყველა ადამიანი ერთნაირ პირობებში ცხოვრობს, უბრალოდ ყველა შენობა დანომრილია. გავლენიანი ადამიანები კი ქალაქგარეთ ატარებენ დროს... 364 ნომერში აწ უკვე სახელმოხვეჭილი მწერალი - მარსოპელე ჟორჟ პარიზი, თავის შეყვარებულ...