მახასიათებლები
- სათაური: გაკვეთილი
- ISBN კოდი:
- ავტორი: ეჟენ იონესკო
- გამომცემელი: Philos
- გამოცემის თარიღი: 2016
- ენა: ქართული
- გვერდები: 23
- კატეგორია: წიგნები
- ნახვები: 2329
- რეიტინგი: 3.8
სარჩევი
მოქმედი პირები;
დეკორაციები;
გადაფურცვლა
მოქმედი პირები:
პროფესორი, 50-60 წლის მამაკაცი;
სტუდენტი გოგონა, 18 წლის;
მოახლე, 45-50 წლის ქალი.
დეკორაციები
(მოხუცი პროფესორის კაბინეტი, რომელიც იმავდროულად სასადილოსაც წარმოადგენს. სცენის მარცხნივ კიბის უჯრედზე გასასვლელი კარია, მარჯვნივ, სიღრმეში - მეორე კარი, რომელიც ბინის დერეფნისკენ მიდის. კიდევ უფრო ღრმად, მარცხნივ, მცირე ფანჯარა უბრალო ფარდით, ფანჯრის გარეთა მხრიდან - ქოთნები უბრალო ყვავილებით. ფანჯრიდან მცირე ქალაქის ხედი მოჩანს: დაბალსართულიანი სახლები კრამიტის სახურავებით. მონაცრისფრო-მოცისფრო ცა. მარჯვნივ დგას ძველებური ბუფეტი. შუაზე მაგიდა, ერთდროულად სასადილოც და საწერიც. მის წინ სამი სკამი; კიდევ ორი - ფანჯრის მარჯვნივ და მარცხნივ. ღია ფერის შპალერით გაკრულ კედლებზე რამდენიმე თაროა წიგნებით. ფარდა ზევით იწევა, საკმაოდ დიდხანს სცენა ცარიელია. საბოლოდ გაისმის ზარი მარცხენა კარზე.)
მოახლის ხმა (კულისს იქედან): ახლავე. მოვდივარ. (შემოდის თავად მოახლე, რომელიც, როგორც ჩანს, სირბილით დაეშვა მეორე სართულიდან და ქოშინებს. 45-50 წლის მსხვილი, წითელსახიანი ქალია სოფლური ჩაჩით. სწრაფად შემორბის მარჯვენა კარიდან, რომელიც მის უკან იხურება, და ჩქარობს, იმავდროულად იწმენდს რა ხელებს წინსაფრით. ზარის ხმა კიდევ ერთხელ ისმის.) ერთი წუთიც. აი, მოვედი. (შემოდის 18 წლის გოგონა მკაცრ ნაცრისფერ კაბაში თეთრი საყელოთი; იღლიაში პორტფელი აქვს ამოჩრილი). დღე მშვიდობისა, მადმუაზელ.
გოგონა: დღე მშვიდობისა, მადამ. ბატონი პროფესორი შინ არის?
მოახლე: გაკვეთილზე მოხვედით?
გოგონა: დიახ, მადამ.
მოახლე: გელოდებათ. ჩამოჯექით, მე კი მოვახსენებ.
(გოგონა მაგიდასთან ჯდება, სახით მაყურებლისკენ. მოახლე ასევე სწრაფად გადის კარიდან, რომელსაც ბინის შიგნით მივყავართ და პროფესორს უხმობს)
მოახლე: მოსიე, სტუდენტი მოგივიდათ. ქვევით ჩამობრძანდით.
პროფესორის ხმა (აკანკალებული): გმადლობთ... მოვდივარ... ერთი წუთით...
(მოახლე გადის. გოგონა გამართული ზის სკამზე, პორტფელი მუხლებზე უდევს...